ახალი ამბები
ეს კანიბალური საგანგებო მდგომარეობაა

ლეიბორისტები ხელისუფლებისგან მოითხოვენ დაუყონებლივ გაიცეს ყველა ოჯახზე ათასი ლარი, დაწესდეს ზღვრული ფასები საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე, ჩამოიწეროს კომუნალური და საბანკო ვალდებულებები.
ამის შესახებ განცხადება შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ეს მსოფლიო პრაქტიკაა და მას განსაკუთრებულ სიტუაციებში, ყველა ქვეყნის ხელისუფლებები მიმართავენ

შალვა ნათელაშვილი:
_ მსოფლიო პრაქტიკით, ეპიდემიების დროს, საგანგებო მდგომარეობა ნიშნავს საგანგებო ზრუნვას სახლებში გამოკეტილ, სამსახურაღკვეთილ და ვალში ჩავარდნილ მოქალაქეებზე, რომელთა უდიდესი ნაწილი, ჩვენთან ღატაკია.
მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებული წესებით, გაიცეს თვითეულ ოჯახზე 1000 ლარი, დადგინდეს ზღვრულო ფასები პროდუქტებზე, წამლებზე, ჩამოიწეროს კომუნალური და საბანკო დავალიანებები.
საიდან და რა გზებით? აგერ, ბატონო ჩვენგან შედგენილი ათმილიარდიანი ბიუჯეტი, რომელსაც ,,ჯიპებსა" და პრემიებზე იყენებენ და კიდევ, ათეულობით ხალხისგან მოპარული მილიარდი, რომელიც ოფშორებსა და მსოფლიო ბანკებშია ჩაბანდებული. კეთილი ინებონ და მოპარულიდან შემოიტანონ გადარჩენის ფონდში იმ ბატონებმა, რომლებსაც ხელმძღვანელობს ქვეყნის მმართველი ბიძინა ივანიშვილი. რაიმე განსაკუთრებული ჩემს განცხადებაში არ არის და საერთო მიმაჩნია, რომ ამ ეპიდემიის ფონზე რაიმე პარტიული კინკლაობა, პიარზე მუშაობა უზნეობაა. დღეს ყველამ ძალისხმევა ხალხის სიცოცხლის და ჯანრთელობის გადასარჩენად უნდა წარვმართოთ.
იგივეს ფიქრობენ სხვა ქვეყნების მმართველები და პოლიტიკოსები. სწორედ, ამიტომ, პრეზიდენტმა ტრამპმა გამოყო 1 ტრილიონი დოლარი, ხალხისთვის ნაღდი ფულის გადასაცემად; გუშინ ბრიტანეთის პრემიერმა ჯონსონმა თვითეული მოქალაქისთვის 2500 ფუთი სტერლინგი გამოყო. აღარ ვსაუბრობ იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის მთავრობათა გადაწყვეტილებებზე და თან ეს ის ქვეყნებია, სადაც ხალხმა არ იცის უმუშევრობა, შიმშილი, სადაც ხალხს აქვს ბიზნესი, შემოსავალი, ბანკებში ანგარიშები და ამ ქვეყნებშიც მთავრობები განსაკუთრებულ სიტუაციევში, ამ ნაბიჯებს დგავენ, ვინაიდან ეს არის მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო წესი.
გუშინ მოვისმინე საგანგებო მსგომარეობასთან დაკავშირებით ბატონი პრემიერის პათოსით სავსე განცხადება, რომ მათთვის თურმე მთავარია ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მაგრამ როცა ვიხსენებ როგორ აშიმშილეს ადამიანები 8 წელი, როგორ მოატყუეს და ,,გადაყარეს", როგორ დათხარეს ახალგაზრდებს თვალები 20 ივნისს, როგორ მოკლეს საწოლში მაჩალიკაშვილი, მის სიტყვებში ეჭვი შემაქვს. თუ უნდათ, რომ დავიჯეროთ, ეს ახლავე უნდა გააკეთონ.
ეს არ არის საგანგებო მდგომარეობა! ეს კანიბალური საგანგებო მდგომარეობაა!
დარწმუნებული ვარ ამ ეპიდემიას გადავლახავთ და განცითარების ახალ გზაზე გავალთ, ოღონდ იმ მთავრობების გარეშე, ვინც აქამდე მიიყვანა ხალხი.
,,
| ბეჭდვა |