ახალი ამბები
500 ლარიანი სახნავ - სათესი პაკეტი გლეხებს, ,,კორონა შიმშილის" წინააღმდეგ
ბზობა მიულოცა შალვა ნათელაშვილმა სოფ. დიღომში მცხოვრებ ერთ - ერთ ოჯახს და მათ ნაკვეთზე კარტოფილის სიმბოლურად დარგვით, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენა შიმშილის მოსალოდნელი საფრთხე, თუ ისინი გლეხებს ფინანსურად დროულად არ დაეხმარებიან.

შალვა ნათელაშვილი:
_ ამ ბზობა დღეს მთავრობის დასანახად გამოვედით, რომ იქნებ გაახილონ თვალი და მიხვდნენ, რომ როცა მათი სარდაფები, საწყობები და საბანკო ანგარიშები სავსეა, ხალხს სათესლე მასალაც არ აქვს. ეს კორონობა გაივლის, მერე დაიწყება კორონა შიმშილი, ხალხი იქ, სოლოლაკში მიადგება და მერე არ თქვას, რომ არ გაგვიფრთხილებია.
სავალალო მგომარეობაა. კორონაზე მეტად, უკვე, საკვების ნაკლებობაზეა საფიქრალი, რადგან სოფლის მეურნეობაში, მსოფლიოშია მძიმე მდგომარეობა. თურქულ და ირანულ ვაშლს, კარტოფილს და ჩინურ ნიორს რომ ვიწუნებდით, ისიც აღარ გვექნება. ამ ქვეყნებს თავად აქვთ კვების პრობლემა და გასატანი ბაზარი ჩაკეტეს. ანუ, უცხოეთიდან შემოტანის რესურსიც არაა და დღეს ისე სჭირდება მიხედვა სოფლის მეურნეობას, როგორც არასდროს.
ამიტომ, დაუყონებლივ, 500 ლარიანი სახნავ - სათესი პაკეტი სოფელში მცხოვრებ თითოეულ ოჯახს!
| ბეჭდვა |