ახალი ამბები
მოვითხოვთ ანტიკონსტიტუციური - 3000 ლარიანი „საგანგებო ჯარიმების“ გაუქმებას ! შევქმენით ცხელი ხაზი (2 911617) და დაზარალებულებს ვთავაზობთ სასამართლოში უსასყიდლო მხარდაჭერას !


„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე „საგანგებო მდგომარეობის“ პერიოდში დაკისრებული ყველა ჯარიმა ანტიკონსტიტუციურად შეაფასა და მათი გაუქმება მოითხოვა.


 

მისი განცხადებით, მთავრობის დადგენილების საფუძველზე მოქალაქეთა 3 000, ხოლო მეწარმეთა 15 000 ლარით დაჯარიმება ანტიკონსტიტუციურ ქმედებას წარმოადგენს და თითოული ასეთი პირი უნდა გათავისუფლდეს მისი გადახდის ვალდებულებისაგან ! უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული ეწინააღმდეგება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებას, რადგან ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის, სოციალური შემწეობებისა და რეალური საშუალო ხელფასის ოდენობიდან გამომდინარე, რომელიც 50–დან 400 ლარამდეა, ის ყოვლად არაადეკვატური და ლახავს ამ უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს. ამასთანავე, კონსტიტუციასთან და მოქმედ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდის აღნიშნული ჯარიმების დაწესება მთავრობის დადგენილების და არა პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე !

ნათქვამიდან გამომდინარე თუ მთავრობა თავად არ შეასრულებს ჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებულ ჩვენ მოთხოვნას, უახლოეს პერიოდში აღნიშნულთან დაკავშირებით დაზარალებულ მოქალაქეებთან ერთად  მივმართავთ სასამართლოებს ! წარმატების შანსი კი ივანიშვილის სასამართლოებშიც კი საკმაოდ მაღალია ზემოაღწერილის, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გათვალიწინებით ! მაგალითად, ახლახან რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებულ იქნა, ყველა მსგავსი ჯარიმა !

დაზარალებულ მოქალაქეთა მხარდაჭერისა და მობილიზაციისათვის „ლეიბორისტული პარტიის“ ბაზაზე შევქმენით სპეციალური იურიდიული ჯგუფი და ავამოქმედეთ „ცხელი ხაზი“, ნომერზე: 2 91 16 17, რომელზეც სამუშაო საათებში დაკავშირებისაკენ  მოვუწოდებთ ყველა დაჯარიმებულ მოქალაქეს, რათა შევძლოთ მათზე დაკისრებული ანტიკონსტიტუციური სანქციის გაუქმებისათვის ბრძოლა სასამართლოში.

ჩვენ ვთვლივთ, რომ სამომავლოდ, კორონავირუსით ავადობის პრევენციისათვის შესაძლებელია ჯარიმის გამოყენება, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარის ოდენობისა. ამასთანავე მიგვაჩნია, რომ მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ თვითიზოლაციის, კარანტინისა და სოციალური დისტანციის დარღვევის შემთხვევებში, მაგრამ რა თქმა უნდა, არა ერთი ოჯახის წევრებთან მიმართებაში. ჩვენ ასევე მიგვაჩნია, რომ წვრილ მეწარმეებთან მიმართებაში ჯარიმის ოდენობა სულ მცირე სამჯერ უნდა შემცირდეს, რათა მან არ გამოიწვიოს მათი საბოლოო გაკოტრება ! ჩვენ ასევე დაუშვებლად მიგვაჩნია მსგსავს დარღვევებთან მიმართებაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და საპატიმრო სასჯელის გამოყენებაც !


| ბეჭდვა |