ახალი ამბები
ივანიშვილის პარლამენტი დაკოდილია - ლაშა ჩხარტიშვილი

"ივანიშვილის პარლამენტი და საპარლამენტო უმრავლესობა რომ დაკოდილია, დიდი ხანია ვიცით, მაგრამ თვითდაკოდვას თუ ასე უტიფრად გამოაცხადებდნენ თუნდაც ორთვიანი ვადით, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
ჩვენ გვყავს ავტორიტარული ტიპის მთავრობა, რომელიც საზოგადოებისთვის ახსნასაც არ კადრულობს ხოლმე და ჩხუბობენ ჟურნალისტებთან, თუკი ისინი კითხვებს უსვამენ სხვადასხვა შეზღუდვის ახსნასთან მიმართებით. საბრძოლი ძალიან ბევრია, პირველ რიგში ეს არის რეალური შიმშილის პრობლემა, რომელიც საქართველოს უდიდეს ნაწილს უდგას, ჩვენ კი ვაპირებთ ბრძოლას რომ საარსებო მინიმუმის სახით მათ გადაუხადონ კომპენსაცია, ყველა და არა მხოლოდ კერძო სექტორში დასაქმებულებს.- ლაშა ჩხარტიშვილი.


| ბეჭდვა |