ახალი ამბები
ეპოქის მოთხოვნაა დამთავრდეს ოლიგარქების პარპაში პოლიტიკურ სისტემაში
შალვა ნათელაშვილი:
_ სრულდება ის, რასაც მმართველ დაჯგუფებას შევპირდით რვა წლის უკან. შეუქცევადი ხდება პროპუტინისტური, დიქტატორული, ოლიგარქიული, ივანიშვილისეული რეჟიმის ჩამოშლა.

ჩვენი ხალხის მედგარი წინააღმდეგობით, ოპოზციის უპრეცედენტო ერთობით, საერთაშორისო მეგობრობრების არნახული მხარდაჭერით, რეჟიმი იძულებული გახდა შეეტანა ცვლილებები ქვეყნის ძირითად კანონში და საქართველო გადადის პროპორციულ მოდელზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ხალხი იბრუნებს პოლიტიკურ სუვერენიტეტს თავის მამულზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული კარიბჭე, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვამზადეთ.
დღეს, მმართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი მმართველია დედამიწის ზურგზე, რომელიც სანქცირების კანდიდატია; ერთადერთი მმართველია, რომლის მიმართაც უმძიმესი ბრალდებებია წამოყენებული ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, კონგრესში და ხელისუფლების სხვა სტრუქტურებში და რაც მთავარია ეს ყველაფერი არის დამსახურებული, სამართლიანი და კანონიერი.
აღნიშნული დამთავრდება შემოდგომაზე მმართველი ძალის სრული დამარცხებით, ქვეყანაში კოალიციური მრავალპარტიული მთავრობის შექმნით, სადაც ყველა პარტია გააკონტრილებს არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვა პარტიასაც, რათა ვინმეს ხელი არ წაუცდეს სახელმწიფო ბიუჯეტზე, ხალხის სარჩოზე, ჩვენი შვილების საკუთრებაზე და თუ ასეთი რამ მოხდება, ის დაუყონებლივ იქნება მხილებული და არავინ დააცლის არავის, რომ ჩვენი ხალხის კუთვნილი მილიარდები გაიტანონ ქვეყნიდან.
მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს, რომლებიც აღჭურვილნი არიან მაღალი სახელმწიფოებრივი შეგნებით. ჩვენი ერთობით ხელისუფლება იძულებული გახდა წასულიყო წარმოუდგენელ ცვლილებებზე. ფაქტიურად ეს არის ევოლუციური რევოლუცია. ყოველგავრი სისხლის ღვრის, კონფრონტაციის გარეშე, ჩვენი უცხოელი მეგობრების დახმარებით მივაღწიეთ იმას, რომ ქვეყანა პირველად მშვიდობიანად გადის განვითარების ახალ საფეხურზე და არ ხდება ის, რაც ჩვენ ამ 30 წლის განმავლობაში გავიარეთ. ახლა მთავარია მაქსიმალური მობილიზება იმისთვის, რომ არჩევანი არ მოიპაროს ქურდმა და კოორდინაცია პარტიებს შორის საარჩევნო დარღვევებზე იყო ერთაინი ფრონტალური რეაქცია.
ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს ხალხის, ყოველთვის უნდა ახსოვდეს ჩვენი ხალხის თავგანწირვა 20 ივნისი ღამეს, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმაგადადეს თავის იმისტვის, რომ ეს მომავალი დამდგარიყო.
ეპოქის მოთხოვნაა დამთავრდეს ოლიგარქია, ივანიშვილიზმი, დამთავრდეს მათი პარპაში პოლიტიკურ სისტემაში. ვაღიაროთ, რომ ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა პუტინმა, დანარჩენი 80 პროცენტის პოლიტიკური ოკუპაცია კი ივანიშვილის დაჯგუფებამ.
| ბეჭდვა |