ახალი ამბები
ასეთი დისკრიმინაციული წესი სამხრეთ აფრიკის აპარდეიდულ რეჟიმსაც არ მიუღია

აქცია-ბრიფინგი ,,გახსენი" გამართეს ლეიბორისტებმა თბილისის აეროპორტში და საზღვრების გახსნა მოითხოვეს ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
შალვა ნათელაშვილი: საქართველოს მთავრობა ერთადერთია დედამიწაზე, რომელმაც პანდემიის დროს დახმარება არ გასცა საკუთარ ხალხზე. დღეს ახალი სასწაულით გაგვაოცა.
მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში შემოსული ჩვენი მოქალაქე კვლავ უნდა იყოს 14 დღიან კარანტინში, ხოლო უცხოელი თავისუფლად შემოდის. ასეთი დისკრიმინაციულ-სეგრეგაციული წესი, სამხრეთ აფრიკის აპარდეიდულ რეჟიმსაც არ დაუდგენია საკუთარი მოქალაქეებისთვის. ეს არის ყოვლეგვარი ზღვარგადასული ქმედება. გამოდის, რომ მარტო ჩვენს მოქალაქეს შეუძლია შემოიტანოს ვირუსი, ხოლო ევროკავშირის იმ ხუთი ქვეყნის მოქალაქე, სადაც ვირუსმა ათასობით მოქალქე გაჟლიტა, ჰიგიენურად სუფთა და უსაფრთხო ფორმატით შემოდიან.
მოვუწოდებ მთავრობას, სასწრაფოდ გააუქმეთ ეს დანაშაულებრივი ნორმები, მიეცით საშულება ხალხს, რომელი ქვეყნებიც გახსნილია, იმ ქვეყნებში იმოძრაონ თავისუფლად, თბილისის, ბათუმის და ქუთაისის აეროპორტებიდან და გახსენით სახმელეთო საზღვარი თურქეთთან, რათა ცოტა ამოისუნთქოს ხალხმა და ბიზნესმა.
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ივანიშვილის რეჟიმი ამზადებს ჩვენს საარჩევნო ოკუპაციას, იმასაც ვერ ხვდებიან, რომ მათი დრო წასულია, მიუღებლები არიან არა მხოლოდ საკუთარი ხალხისთვის, მსოფლიოსთვისაც და სწორედ ამ მზადების ფორმატშია ის წესები, რომელსაც ადგენენ.
| ბეჭდვა |