ახალი ამბები
საქართველოში უნდა დასრულდეს პუტინის ოლიგარქების თარეში

ლეიბორისტები ახალი პარლამენტის შეკრებისთანავე, აპირებენ მიღონ კანონი, რომლითაც კრემლის ოლიგარქებს საქართველოში ბიზნესის წარმოება აეკრძალებათ.
ამის შესახებ განცხადება ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და კონკრეტული გვარებიც დაასახელა.

შალვა ნათელაშვილი:
- ჩვენი ბედკრული ქვეყნის რეჟიმმა არა მარტო შემოაღობინა ოკუპანტებს საქართველო, არამედ მთელი ჩვენი სტრატეგიული სიმდიდრე ჩაუგდი ხელთ პუტინის რუს ოლიგარქიას. როგორც კი არჩეული იქნება ახალი პარლამენტი და გავისტუმრებთ ივანიშვილის სატელიტურ-პუტინისტურ რეჟიმს, მიღებული იქნება კანონი, რომლის თანახმადაც, კრემლის ოლიგარქიას აეკრძალება საქართველოში ბიზნესის წარმოება და ჩვენი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მუშაობა.
თუ მოსკოვს სურს ჩვენთან ეკონომიკური თანამშრომლობა, გააუქმოს სავიზო რეჟიმი და გახსნას ქართველი ხალხისთვის რუსეთის ეკონომიკური სივრცე, რომელიც დღეს დაკავებული აქვს ოლიგარქებს, რომლებიც ეზიდებიან აქედან მილიარდებს და არიან ამ საქმეში პუტინის ჯარისკაცები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მოახდენენ ჩვენი ქვეყნის სრულ ეკონომიკურ და ფინანსურ ბლოკირებას
დღეს რუსი ოლიგარქიის ხელშია საქართველოს ბანკები, ენერგეტიკა, ელექტროსისტემა, მშენებლობა, ტრანსპორტი, უძრავი ქონება. მარტო 2013 წელს საქართველოში 13 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, დღეს მათი რაოდენობა 208 არის, რომლებმაც ბოლო წლებში მიიღეს 213 სახელმწიფო ტენდერი, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარით და ეს მიაქვთ თავიაანთ ანგარიშებზე ოფშორებში, პეტერბურგსა და მოსკოვში, აქედან ქართველ ხალხს არაფერი რგებია. ასე გადასცა ივანიშვილმა რუს ყვავ-ყორნებს _ პუტინის ოლიგარქიას არა მხოლოდ ჩვენი მამული, მიწა, ასევე ეკონომიკაც. ადრე თუ გვიან ოკუპანტი ჯარისკაცები დატოვებენ საქართველოს, მაგრამ ამათ ახლავე უნდა გამოვუცხადოთ ისეთი ბრძოლა, რომ შეწყდეს პუტინის ოლიგარქიის თარეში ჩვენს ქვეყანაში.
მინდა ზოგიერთი წარმოგიდგინოთ:
ლუჟკოვი _ მოსკოვის ექსმერი, რომელუც საქართველოს დაუძინებელი მტერი გახლდათ, უმსხვილესი ბიზნესები აქვს საქართველოში სოსო ორჯონიკიძესთან ერთად, რკინიგზიდან დაწყებული ,,კინგ დავიდის" კომპლექსით დამთავრებული
ოთარ არშბა _ ,,გოსდუმის" კომიტწტუს თავმჯდომარე, არძინბას კონსულტანტი ომის დროს და მოსკოვიდან ფულის ჩამომტანი აფხაზური ფორმირებებისთვის. მას უზარმაზარი ბიზნესი აქვს ბათუმში, მათ შორის სასტუმრო
მაქაცარია _ კალაძის ბიზნესპარტნიორი, რომელმაც ხელში ჩაიგდო თბილისუს გაზით მომარაგების, სამარშუტო ხაზების და სხვა მნიშვნელოვანი ბიზნესები.
მილიარდელი სომხიშვილი _ რუსეთის ფეესბეს წარმომადგენელი. ფარულად ფლობს სტრატეგიულ ბიზნესებს საქართველოში.
მიხეილ მილანიშვილი _ ივანიშვილის პარტნიორი, ცნობილი საერთაშორისო კრიმინალი. აქვს კაზინოების ბიზნესი
ფრიდმანი _ რუსი ოლიგარქი. მისია მინერალური წყლები: ,,,ბორჯომი", ,,ლიკანი", ,,ბაკურიანი."
ქარჩავა _ რომელიც რუსეთიდანაა მოგზავნილი ანაკლიის ხელში ჩასაგდებად.
ძმები ჩხაიძეები _ ივანიშვილის პარტნიორები. ღვინის და ალკოჰოლის სფეროები.
ძმები შარანგიები _ იმ დონეზე გათავხედდნენ , რომ საპატრიარქოს გვწრდზე კაზინო წამოჭიმეს, რაზეც საპატრიარქო საეჭვოდ დუმს.
აი, საქართველოს მაოკუპირებელი გვარდია. პუტინს სარეზერვო მეხუთე კოლონა უკვე შემოშვებული ჰყავს და რამდენიმე თვეში ამათი პარპაში დამთავრდება.
| ბეჭდვა |