ახალი ამბები
კოჯრის ტყეში გამართული პანაშვიდი, ბეთჰოვენის სამგლოვიარო მარშის გარეშე

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ წარმოდგენილი კანდიდატების მიხედვით დასტურდება, რომ მმართველ ძალას უიმედოდ აქვს საქმე და რომ ეს მათთვის ჩამოკრული უკანასკნელი ზარია.

შალვა ნათელაშვილი:
_ დღეს კოჯრის ტყეში გამართულმა პანაშვიდის მსგავსმა სამთავრობო თავყრილობამ, რომელსაც აკლდა ბეთჰოვენის სამგლოვიარო მარში და ,,თავო ჩემო“, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მმართველი პარტიის საქმე დამთავრებულია. იმავდროულად, დადასტურდა ძველი ქართული სიბრძნე, რომ კუდი ძაღლისა არ განემართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს.
მმართველ გუნდს აღარ შეუძლია განახლება. ამას ადასტურებს წარმოდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები, სადაც მთელი თანავარსკვლავედია ღათლითების, ოლიგარქების, ზონდერების, მლიქვნელების, მტაცებლების, კორუმპირებულების, ამიტომ ხელისუფლებას დარჩა ერთადერთი გზა, დაიწყოს ძალაუფლების გადაბარებაზე რეალური მუშაობა, ხოლო ოპოზიციამ დაიწყოს მომავალ კოალიციურ მთავრობაზე კონსულტაციები, რათა რაც შეიძლება სწრაფად გამოვიყვანოთ ქვეყანა ჩიხიდან.
ის, რაც მოვისმინეთ სიცრუის სახით, უფასო ფულზე ივანიშვილის ვერსიასაც კი აჭარბებდა. თურმე, ,,ცე“ ჰეპატიტის პროგრამა, რომელსაც ამერიკა თითქმის ათი წელია, საკუთარი ბიუჯეტიდან გვიკეტებს, ივანიშვილის დამსახურებაა; თურმე პროპორციული არჩევნების შემოტანა და ის ბრძოლა რამაც შეიწირა ჩვენი შვილების ჯანმრთელობა, მხედველობა, ჩვენი ენერგია, რამაც გამოიწვია მელი ოპოზიციის გაერთიანება, რის გამოც ოლიგარქი სანქციების კანდიდატია ვაშინგტონში, ესეც მათი დამსახურება ყოფილა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თურმე შესწევთ ძალა გამოიყვანონ ქვეყანა იმ კრიზისიდან, სადაც თვითონ შეიყვანეს, ამ წლების განმავლობაში.
ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი კანდიდატების შესაფასებლად სიტყვების მოფიქრებაც რთულია. საკმარისია ოლიგარქი, მაფიოზა, მსოფლიოში ბენზინის გაიაფების ფონზე საქართველოში საწვავის გაძვირების დიდოსტატი ენუქიძე წარმოვიდგინოთ, საკმარისია წარმოვიდგინოთ ფეხბურთის განვითარებისთვის წელიწადში 300 მლნ-ის საბიუჯეტო ფულის სახლში წამღები კობიაშვილი, მრავალპარტია მოცვლილი, ზემო აჭარის სირცხვილი ბოლქვაძე და დანარჩენი მაჟორიტარულ მანდატებზე მონადირე ზონდერ-სპორტსმენ- ოლიგარქ-მოძალადე მტაცებელი პირები, რომ მივხვდეთ, რომ მმართველ ძალას უიმედოდ აქვს საქმე და რომ ეს მათთვის ჩამოკრული უკანასკნელი ზარია
ჩემი უშულოა კანდიდატი (,,გაბანძებული“, მაგრამ მაინც) ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც ვიწვევ დებატებში, რათა გამომშვიდობების ჟამს მაინც ვუთხრა ხალხის სათქმელი და კიდევ ერთხელ ავუხსნა ის გულისტკივილი, რაც ამ პერსონამ მიაყენა ჩვენს ხალხს.
| ბეჭდვა |