ახალი ამბები
რიტორიკული კითხვა: ვინ ავირჩიოთ?!

ამ კითხვაზე ,,დღის ამბებში“ ლეიბორისტული პარტიია თავმჯდომარე პასუხობს:

_ აირჩიეთ შალვა ნათელაშვილი. აღარ მოვიდა დრო? რომ არ გინდოდათ აქამდე, რა შედეგი მივიღეთ? კლასიკური პოლიტიკური პარტია, რომელიც არასოდეს ხელისუფლებაში არ ყოფილა და ამის მიუხედავად, ისტორიული საქმეები გავაკეთეთ, უფასო საშუალო განათლება გაჩუქეთ, უფასო სასწრაფო სამედიცინი დახმარება აღვადგინეთ, დაიწია დენის ტარიფმა სამი წელი, ამით სამი მილაირდი გაჩუქეთ....საქართველოს ინტერესებზე ვართ გადაყოლილი, ამბრაზურასავით გადაფარებული. ამდენი წელი არ გაგვიყიდია არც პრინციპები, არც იდეები, მანდატების გამო არავის ავკიდებივართ ბლოკში, კოალიციაში, დამოუკიდებელი პარტია შევქმენით თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის.
რა პრობლემა იყო, ავეკიდებოდი შევადრნაძეს, სააკაშვილს, ივანიშვილს , მინისტრად ყველა დამნიშნავდა. ვიშოვიდი ფულა, გამოვიქცეოდი უკან, მერე ვიოპოზიციონერებდი, მერე ისევ მოვიდოდი... ეს თუ არ დაფასდება, არც მომავალი პოლიტიკოსების გაგვიწევენ აგნარიშს, იტყვიან, იმათ არ დაუფასეს, ჩვენ ვინ დაგვიფასებსო და ისინიც დაიწყებენ ბიუჯეტის ხრას.
დამისახელეთ ერთი ფაქტი, მე, ან ჩემი პარტიის ლიდერებმა რამე რომ მოიპარეს ბიუჯეტიდან, ბიზნესი გავაკეთეთ... ქვეყნის ინტერესბზე ვართ გადადებულები. ამიტომ გინდათ უძლიერესი კლასიკური პოლიტიკური პარტია მოვიდეს ხელისუფლებაში? მოგვეცით ხმა! არ გინდათ? უამრავი საინტერესო პარტიაა.
| ბეჭდვა |