ახალი ამბები
ამის შემდეგ რუსეთი იძულებული გახდება დაიწყოს მოლაპარაკებები
2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთის მიერ სამაჩაბლოშო ომის დაწყება და ოკუპაცია ლეიბორისტებმა სოფელ ოძისში აქციით გააპროტესტეს, სადაც პარტიის ლიდერმა დეოკუპაციისთვის რუსეთზე პოლიტიკური ზეწოლის ხედვა წარმოადგინა.

შალვა ნათელაშვილი:
_ ეს დიდი ჟამი ბრძოლისა აუცილებლად უნდა დამთავრდეს ქართველი ერის გამარჯვებით. 31 ოქტომბერს საქართველო დაემშვიდობება პრორუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს და ჩვენ დავიწყებთ გლობალური გადაწყვეტილებების მიღებას, რათა საქართველო საბოლაოდ დაემშვიდობოს ოკუპაციას.
31 ოქტომბრის შემდეგ:
_- ოკუპაცია მიჩნეული იქნება გენოციდად ქართველი ერის წინააღმდეგ;
- მოწოდებაც კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, კანონით გახდება დასჯადი;
- რუსეთის სახელმწიფოს დაეკისრება სანქციები მსოფლიოს წინაშე;
_დადგება ქართველი ერის გენოციდის აღიარების საკითხი;
- გაიხსნება ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზები, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენი ხალხის სიცოცხლი დაცვას;
- სოხუმი დე-იურე, გამოცხადდება საქართველოს დედაქალაქად, ხოლო ცხინვალი _ საპარლამენტო ქალაქად.
ეს ყველაფერი მოგვცემს რუსეთის ხელისუფლებაზე ზეწოლის ისეთ გლობალურ ეფექტს, რომ თუ ჭკუა შერჩათ, იძულებულები გახდებიან დაიწყონ მოლაპარაკებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე.
| ბეჭდვა |