ახალი ამბები
ჩვენი ხალხი მხოლოდ გამარჯვების ღირსია. ამ განწყობით ვიწყებთ ლაშქრობას საქართველოს გადასარჩენად!

ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა ოფისი გახსნა

შალვა ნათელაშვილი:
_ პატივი მაქვს წარმოგიდგინოთ ნაძალადევის ოფისი. იმ ნაძალადევის, რომელიც საქვეყნოდაა ცნობილი ვაჟკაცობით, შეუპოვრობით, რევოლუციური სულისკვეთებით და დარწმუნებული ვა, გამარჯვების სიო 31 დეკემბერს სრულიად საქართველოსთვის სწორედ ნაძალადევიდან ამობრწყინდება! სწორედ ეს საამაყო ხალხი, სანიმუშო საზოგადოება იტყვის გადამწყვეტ სიტყვას ჩვენი ისტორიისა და ნათელი მომავლისათვის.
ეს არ გახლვათ ოფისის გახსნა. ოფისი თითქმის მთელი ზაფხულია მუშაობს და ეს შესანიშნავი ახალგაზრდები დღე და ღამ, ყველა ოჯახში შედიან იმის გამო, რომ გაიგონ ხალხის გაჭირვებაზე, რაც ისედაც ცნობილია ჩვენთვის, რადგან ჩვენ მათი ნაწილი ვართ.
მინდა გითხრათ მთავარი. ეს ოფისი არ დაიხურება არჩევნების შემდეგ, ის შემდეგაც, ნაძალადეველების განკარგულებაში იქნება 24 საათი, ჩემი ჩათვლით.
ჩვენ უნდა დავსრულოთ ეპოქა, როდესავც არჩევნებში სჭირდებათ ხმა და მაშინ ხსნიან ოფისებს, მაშინ დადიან ეზო-ეზო და შემდგომ არჩევნებმადე აღარ ახსენდებათ არც ხალხის გაჭირვება, არც მიცემული დაპირევები. პოლიტიკოსი 24 საათი უნდა იყოს ხალხის სამსახურში და მხოლოდ ასეა შესაძლებელი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა და მშენებლობა. ჩვენ, ერთობლივი ბრძოლით, ამ ქვეყანას გამოვიყვანთ და გამარჯვების გზაზე დავაყენებთ.
დღეს აფხაზეთში კონფლიქტის დაწყების დღეა. ქედს ვიხრი დაღუპული ვაჟკაცების წინაშე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მთლიანობისა და განუყოფლობისათვის, იმპერიასთან წარმოებულ უდიდეს ბრძოლას შეეწირნენ. მათი საქმე აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება! ჩვენ ჯერ არაფერი წაგვიგია. ბრძოლა წინ გველოდება და მას, ქართველი ხალხი, როგორც სჩვევიათ, მოიგებს! და ჩვენ გვექნება საშუალება, რომ შემდგომში ოფისების გახსნა ვიზეიმოთ გაგრაში, განთიადში, ოჩამჩირეში. სოხუმში, გუდაუთაში, გალში, ცხინვალში, ჯავაში, ახალგორში. ახალ თაობასთან ერთად ჩვენ, უფროსებიც მოვესწრებით, ამას.
ისეთი ხალხი, როგორიც ნაძალადევშია და სრულიად საქართველოშია მხოლოდ გამარჯვების ღირსია და ჩვენ ამ განწყობით ვიწყებთ ლაშქრობას საქართველოს გადასარჩენად, რომელიც აუცილებლად დაგვირგვინდება სიმაღლეებზე დროშის ატანით!
| ბეჭდვა |