ახალი ამბები
ივანიშვილმა საქართველო დახურულ რეზერვაციად გამოაცხადა

ლეიბორისტები საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივიან

საქართველოს მოქალაქეებისთვის გადაადგილების უფლების აღკვეთისა და დისკრიმინაციის ნორმების გაუქმების მოთხოვნით ლეიბორისტები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.

შალვა ნათელაშვილი:
_ საქართველოში, 30 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა საბჭოთა კავშირი. რუსმა ოლიგარქმა, იმისათვის რომ კარგად გააყალბოს არჩევნები, მოახდინოს ძალაუფლების უზურპაცია, არ დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები,, ჩაკეტა საზღვარი და ჩვენი მოქალაქებისთვის შეუძლებელი გახდა უცხოეთში წასვლა-წამოსვლა. საქართველოს ადგილას პრაქტიკულად, დახურული რეზერვაცია გამოცხადდა. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიოში გაიხსნა ავიაციისთვის ცა და აღდგა ყველა სახის მიმოსვლა.

შექმნილ ვითარებაში, საქართველოს ლეიბორისტული პარტია მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, სასწრაფოდ, რიგგარეშე, როგორც რეგლამენტითაა განსაზღვრული, განიხილოს და გააუქმოს ყველა შეზღუდული ნორმა, რომელიც ლახავს კონსტიტუციიით გარანტირებულ თავისუფალი გადაადგილების უფლებას და აწესებს დისკრიმინაციას საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ბრუნდებიან უცხოეთიდან ორ კვირიანი გარანტიით, ხოლო უცხოელი მოქალაქეები თავისუფლად შემოდიან საქართველოს ტერიტორიაზე.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ამგვარი დისკრიმინაციული და სეგრეგაციული პრაქტიკა თავში არ მოსვლია თავის დროზე, სამხრეთ აფრიკაში აპარდეიდულ რეჟიმსაც კი თავის მოქალაქეებზე და ეს ძალაუფლების სიყვარულით გადავსებულმა ივანიშვილმა ჩაიდინა.
| ბეჭდვა |