ახალი ამბები
როგორც კი ამ სამი გველეშაპის მონოპოლია მოისპობა, მედიკამენტები მაშინვე გაიაფდება

წამლებზე ზღვრული ფასები დაწესდება
შალვა ნათელაშვილი მედიკამენტების მაღალ ფასს აპროტესტებს და პირობას დებს, რომ არჩევნების შემდეგ წამლებზე ზღვრული ფასები დაწესდება
შალვა ნათელაშვილი:
,, ჩვენი ხალხი, ყველაფერთან ერთად, სამწუხაროდ, ფარმაცეტული მაფიის მსხვერპლიცაა, რომელსაც სათავეში ბიძინა ივანიშვილი, კახა ოქრიაშვილი და პაატა კურტანიძე უდგანან. ამ სამი კომპანიის წამლების დაძვირებას დამერწმუნეთ, მსოფლიო მასშტაბის ინფლაციაც ვერ ჯობნის. ხშირ შემთხვევაში, ათჯერ, ოცჯერ, ხუთასი პროცენტით გაძვირებული წამლებიც იყიდება ქვეყანაში, რომლის მოქალაქეებსაც პურის შეძენის პრობლემები აქვს და და პრაქტიკულად, ადამიანების მასობრივი ხოცვა მიდის, ხოლო ამ სამი ბანდიტის მოგება წელიწადში ერთი მილიარდია.

ხელისუფლების შეცვლისთანავე, ფარმაცეტული მაფია დაიშლება, მოხდება მისი დემონოპოლიზაცია, წამლებზე დადგინდება ზღვრული ფასები, რომლის ზევითაც გაყიდვა იქნება დანაშაული და წამლების ფასი მინიმუმ განახევრდება.

წნევის წამლების ფასი ბოლო თვეებში 30 დან 100 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ე.წ. ქიმია, რომელსაც ონკოავადმყოფებს უკეთებენ, 500 პროცენტითაა გამომატებული. ხელისუფლებას კი მხოლოდ საარჩევნოდ გაახსენდა და შეღავათები გაუკეთა ქიმიოთერაპიაზე ავადმყოფებს.

ჰიტლერს ხორცსაკეპი ოსვენციმში ჰქონდა მოწყობილი, ივანიშვილს, ოქრიაშვილს და კურტანიძეს სრულიად საქართველოში აქვთ. როგორც კი ამ სამი გველეშაპის მონოპოლია მოისპობა, მედიკამენტები მაშინვე გაიაფდება.
| ბეჭდვა |