ახალი ამბები
"სითი პარკი" ამათთან შედარებით ანგელოზად ჩანს


ლეიბორისტებმა პარკინგზე ახალი გადასახადები პეკინის გამზირზე გააპროტესტეს.



შალვა ნათელაშვილი:
- ჯერ ამ ქუჩებზე შემოაქვთ ეს დრაკონული ე.წ. კანონი და აპირებენ მთელ საქართველოზე გაავრცონ. სახლში რომ მივალთ და მანქანას გავაჩერებთ, ძილის საათებიც დაგვეთვლება და დილისთვის დაგვხვდება ქვითარი, ამათ ხაზინაში გადასახდელი.
არჩევნების წინ ეს მოიფიქრო, ან საკუთარი თავის მტერი უნდა იყო, ან სრული დაუსჯელობის ქვენაგრძნობით შეპყრობილი და ფეხებზე გეკიდოს ქვეყანა და არ გრძნობდე არავითარ პასუხისმგებლობას, რაც რეალობაა. 

ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ იმას, რომ თვეში 25 ლარიანი გადასახადის ნაცვლად, რაც დაწესებული იყო, ერთ დღეში ამხელა გადასახადს დააწესებდნენ, ჩემს ფანტაზიებსაც სცილდებოდა და აგერ, ახდა. 

გახსოვთ ალბათ ებრაული კომპანია ,,სითი პარკი" , რომელიც ივანიშვილმა და კალაძემ გააძევეს, იმიტომ რომ ძვირს იღებდნენ პარკინგში, ის "სითი პარკი" ფრთიან ანგელოზად ჩანს ამათთან შედარებით. მათაც არ მოსვლიათ აზრად, 1 სთ- ში 1 ლარი დაეწესებინათ ავტომანქანია გაჩერებაში იმ ხალხისთვი, რომლებიც ლუკმა-პურის საშოვნელად ტკეპნიან ამ გზებს და რასაც შოულობენ, ისიც ივანიშვილს და კალაძეს მიაქვთ. 

მალე დამთავრდება თქვენი რეჟიმი! თქვენც დამთავრდებით და ამ კანონებსაც უკან მიგაყოლებთ!

 

| ბეჭდვა |