ახალი ამბები
შევქმათ ამიერკავკასიის გაფართოებული საბჭო შტაბ-ბინით _ თბილისში

შალვა ნათელაშვილი აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს, ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ასევე, გამოდის ინიციატივით, ამიერკავკასიის სამივე ქვეყნის შემადგენლობით შეიქმნას ამიერკავკასიის უსაფრთხოების საბჭო, რომლის შტაბ-ბინა თბილისში იქნება და ყველა სადაო საკითხი, შუამავლების გარეშე, ამ საბჭოზე გადაწყდეს. ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა ნათელაშვილი:
_ საქართველოს საზღვრებთან, სულ ახლოს განახლდა სომხეთ-აზერბაიჯანის ომი, ყარაბაღში. მოვუწოდებ სომხეთის და აზერბაჯინის მთავრობებს: შეწყვიტეთ სისხლის ღვრა, ნუ შეიწირავთ ახალგაზრდებს მამათა ცოდვების, თუ დანაშაულობათა გამო! მიუსხედით მოლაპარეკებების მაგიდას!

მოვუწოდებ ამიერკავკასიის სამივე ქვეყნის მთავრობებს, შევქმათ ამიერკავკასიის გაფართოებული საბჭო, შტაბ-ბინით _ თბილისში და ყველა სადავო საკითხი, ყველა კონფლიქტი გადავწყვიტოთ იქ, ყოველგავრი შუამავლის გარეშე. ერთხელ და სამუდამოდ გავიგოთ, რომ არცერთ მეზობელ იმპერიას არ აწყობს დამოუკიდებელი, წელში გამართული საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. თავად მივხედოთ საკუთარ თავს და მთელ კავკასიას, იმიტომ, რომ კავკასიელი ხალხის უსაფრთხოებაზე ისტორიულად, ჩვენ სამი ერი, სახლმწიფო ვაგებთ პასუხს და ეს ბოლომდე უნდა გავაცნობიეროთ.

ამიერკავკასიის უსაფრთხოების საბჭოში ასევე, კარგი იქნება, მოვიწვიოთ ევროპის კავშირიც, რომელიც გვერდით გვიდგას და რომელიც ასევე, დაინტერესებულია ჩვენს რეგიონში მშვიდობით და უსაფრთხოებით.

როგორც მსოფლიო ისტორიამ აჩვენა ომით არცერთი საკითხი არ წყდება, პირიქით მწვავდება, ახალგაზრდები გვეხოცება და ახალი კასკადური დაპირისპირება იღებს სათვეს. სისხლი სისხლით არ იბანება, თუ რძით არ დაიბანეო _ ჩვენს ბრძენ წინაპრებს აქვთ ნათქვამი და ამ პრინციპით უნდა ვიმოქმედოთ, დაუყონებლივ, რადგან ერთი წუთით გაგრძელებული კონლიფქტიც ერთი წაღებული უდანაშაულო სიცოცხლეა.

რა თქმა, უნდა თურქეთი და რუსეთი დაინტერესებულები არიან ამ კონფლიქტის უსასრულობით ამიერკავაკასიაში, ვინაიდან მინიმუმ მარეგულირებლის, ვაი-მაშველებლის როლი აქვთ, რაც მათ პოლიტიკური, ეკონომიკური, დემოგრაფიული ინტერესების გაძლიერებას ემსახურება. ამ კონფლიქტით დაინტერესებულია ირანიც, ვინაიდან იქ 30 მლნ აზერბაიჯანელი ცხოვრობს და ეჭვით უყურებენ ერთ დღეს დამოუკიდებლობა, ან აზერბაიჯანთან შეერთება არ მონდომონ.

ჩვენ სამივე ხალხმა _ სომხებმა, აზერბაიიჯანელებმა და ქართველებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ მეზობელი იმპერიები დაინტერესებულები არიან ჩვენს შორის მუდმივი დაძაბულობით, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში იმით, რომ მათი საზღვრები ერთმანეთს ჩვენს გარეშე_ ქართველთა, სომეხთა და ახზერბაიჯანელთა გარეშე მიებჯინოს. იმავდროულად, ამიერკავკასიის ხალხი კრიტიკულ შემთხვევებში, ჩვენგან ელის დახმარებას.
| ბეჭდვა |