ახალი ამბები
რატომ? იმიტომ, რომ ლეიბორისტული პარტია კრიტიკულ სიტუაციებში სწორ გადაწყვეტილებებს იღებს


ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარობის კაბდიდატი მარნეულის და გარდაბნის ოლქში, ადვოკატი ალი ბადიროვი, კითხვაზე "რატომ ლეიბორუსტული პარტია?"_ პასუხობს:

,,ლეიბორისტული პარტია არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, გამოცდილი პარტია, რომელიც გამორჩეულია თავისი სიმართლით, სამართლიანობით, პრინციპულობით, შრომითი უფლებების სმდაცვით, ყოველთვის ინტერესდება ხალხის მდგომარეობით და პრიბლემებით. ამის გარდა, ლეიბორისტულ პარტიას თავის მხრივ, სჭირდება ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი პარტიაში, რომელიც ეროვნული უმცირესობების პრობლემებს მიიტანს პარტიაში. მიმაჩნია, რომ მე ვარ ის ახალგაზრდა ლიდერი, რომელიც პარტიასაც გამოაგება და პარტიაც შემიწყობს ხელს, რათა ჩემი რესურსი ხალხს მოვახმარო. პარტია კრიტიკულ სიტუაციებში იღებს სწორ გადაწყვეტილებებს. წლების მანძილზე დაძაბულ ბრძოლაში იყო ნაცმოძრაიბასთან, მაგრამ დღეს, პარტია მზასაა ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიასთან დიალოგზე "ქართული ოცნების" დასამარცxებლად. ხელისუფლების შეცვლა და ,,ქართული ოცნების" დასასრული სწორედ ჩვენი პარტიის ოფისში დაუწყო. ესეც გახდა ჩემი არჩევანის საფუძველი.
| ბეჭდვა |