ახალი ამბები
"ჩემი საარჩევნო პროგრამა შედგება 3 ძირითადი მიმართულებისაგან" - ირაკლი კიკვაძე

ირაკლი კიკვაძე:

  • ახალგაზრდობის ხელშეწყობა- სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მიიღებენ ფართო სოციალურ შეღავათს, მათ დაუწესდებათ 50%-იანი შეაღავათი მუნიციპალურ ტრანსპორტზე და იმგზავრებენ განახევრებულ ფასად. ისინი ასევე მიიღებენ გაორმაგებულ საგანმანათლებლო პროგრამებს ადგილობრივი თვიმმართველობისაგან.

  • საბიუჯეტო პოლიტიკის ცვლილება- ბიუჯეტში პრიორიტეტული და ნაკლებ პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, ადმინისტრაციული ხარჯების მინიმუმამდე შემცირება და სოციალური პროგრამების გამრავალფეროვნება.

  • დასაქმების ხელშეწყობის სტრატეტგიის შემუშავება- უმუშევრობა ქალაქის წინაშე მდგარი ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. მის აღმოფრხვრაში თვითმმართველობის წილი დღეის მდგომარეობით არის ნული. მიმაჩნია რომ თვითმმართველობამ უნდა გაიღოს მისი წილი რესურსი, მათ შორის ფინანასური კუთხით, რათა შემცირდეს უმუშევრობის დონე. ამიტომ დარგის სპეციალისტებთან ერთად შემუშავდება დასაქმების ხელშეწყობის კონკრეტული პროგრამები
| ბეჭდვა |