ახალი ამბები
ამოიგდეთ თავიდან შეთქმულების და არჩევნების გადავადების თეორიები!

შალვა ნათელაშვილის თქმით, ხელისუფლება არჩევნევის გადასავადებლად ემზადება.

შალვა ნათელაშვილი
_ გარდაუვალი დამარცხების შიშით შეპყრობილი ხელისუფლება უკვე იხილავს საპარლამენტო არჩევნების გადავადების საკითხს. ვირუსები სეზონურად მიდიან და მოდიან, ისეთი რეჟიმები, როგორიც ჩვენ გვყავს, თავისით არასოდეს წავა, თუ ხელი არ წააშველე. ხელის წაშველება არ გადაიდება. ქართველებს უკვე ხელი აქვთ აწეული 31 ოქტომბერს გამარჯვებისთვის და ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად, ამიტომ ამოიღეთ თავიდან ყოველგვარი გადავადების და შეთქმულების თეორიები.
მოვითხოვთ არჩევნები ჩატარდეს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში და ვთხოვთ ევროპის კავშირს და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, გადავადების მცდელობის შემთხვევაში, გაამზადონ ისეთივე სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის მიმართ, როგორიც ამ წუთშიც ხორციელდება დიქტატორ ლუკაშენკოს მიმართ.
ყველა ჭირს, ვირუსს, ბაქტერიას, ჟამიანობას მოვიცილებთ, მთავარია ეს არნახული ჭირი მოვიცილოთ და არცერთი წუთით ამ ისტორიული საქმის გადავადება არ შეიძლება და არც დავუშვებთ.
გადავხედით მსოფლიოს, ამ პერიოდში რამდენი არჩევნები ჩატარდა. ყირგიზეთში არა მხოლოდ არჩევნები ჩატარდა, რევოლუციაც მოხდა და ხელისუფლებაც დაემხო. . თუ ყირგიზული სცენარი უნდათ, ამასაც მიიღებენ! ჩვენ არ გვინდა ასე განვითარდეს მოვლენები. ჩვენ გვინდა მშვიდობიანად, საარჩევნო გზით მოხდეს ხელისუფლებიდან მათი ჩამოცილება და ზიგიერთის იზოლაციაში გადაცილება.
ვიმეორებ! საქართველოს პრობლემა არის არა ვირუსი და ბაქტერია, არამედ ქვეყნის დამანგრეველი, საკუთარი ხალხის არმოყვარული, "გადამგდები", მძარცველი ხელისუფლება, რომელსაც უნდა ეს ტკბობა გაიხანგრძლივოს. ამას პირველ რიგში არ დაუშვებს ხალხი, არ დაუშვებენ ერთი მიზმისთვის მოთანამშრომლე ოპოზიციური ძალები და ამას არ დაუშვებს მსოფლიო თანამეგობრობა.


| ბეჭდვა |