ახალი ამბები
ოკუპანტმა რუსეთმა ივანიშვილის მეშვეობით, თავზე დაგვამხო არჩევნები! იქ არავინ უნდა შევიდეს!
..
_შალვა ნათელაშვილი:
რუსეთის პრეზიდენტმა, ჩვენი ქვეყნის მთავარმა ოკუპანტმა პუტინმა, რუსი ოლიგარქ ივანიშვილის მეშვობით და ჩვენი ვაჭარი თანამემამულეების ხელით თავზე დაგვამხო ქვეყანა და საპარლამენტო არჩევნები. ამ არჩევნების შედეგები არის არალეგიტიმური, უკანონო, ანტისახელმწიფოებრივი და ასეთი პარლამენტს შეკრება დაუშვებელია. იქ არავინ უნდა შევიდეს, არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ, თუ თავმოყვარეობა შერჩენიათ, ქართული ოცნების წევრებმა და მათმა მაჟორიტარებმაც უარი უნდა თქვან ე.წ. მეორე ტურზე.

უკვე დაწყებულია დიდი სახლხო წინააღმდეგობა, სახალხოპროტესტი და მოძრაობა, რომელიც აუცილებლად წალეკავს ოლიგარის ძირგამომპალ რეჟიმს და მე დიდად ვიმედოვნებ, რომ ხვალ ამერიკელი ხალხი მოიცილებს ტრამპს პრეზიდენტის პოსტიდან, რომელიც პუტინის ლობისტიცაა შეერთებულ შტატებში, რომელთანაც, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა გამონახა საერთო ენა და ამას მოწმობს ბოლო დროს, ვიღაც-ვიღაცეებისგან მთელი რიგი თბილი განცახდებები.

ამერიკელი ხალხი თავის არჩევანს გააკეთებს და არაფერი შეეშლება, მაგრამ ჩვენ ჩვენი ბრძოლა და არჩევანი წინ გვაქვს, გული არ გაიტეხოთ! ქართველი ხალხის აუცილებლად გაიმარჯვებს გველეშაპზე!
| ბეჭდვა |