ახალი ამბები
ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება, რომლითაც უარი თქვეს საპარლამენტო მანდატებზე
..

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობის, დაშინების, სუსის და კრიმინალური სამყაროს კოორდინირებული ზეწოლის, მასშტაბური მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩევლის ნებაზე ძალადობრივი გავლენის მოპოვების პირობებში. ამას თან დაერთო საარჩევნო ოლქებით მანიპულაცია, ,,კარუსელი“, რამაც მნიშვნელოვნად დაამახინჯა არჩევნების შედეგები. ცესკოს მიერ გამოქვეყნებულმა საბოლაო შედეგებმა არ ასახა საქართველოს მოქალაქეების ნება. ჩვენთვის, ოპოზციური პარტიებისთვის სრულიად ნათელია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უარი უთხრეს ივანიშვილის მმართველობას და არ მისცეს მას მესამე ვადით ქვეყნის მართვის მანდატი. შესაბამისად, ეს პარლამენტი არ ასახავს ხალხის ნებას.
ამიტომ, ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, ვისაც გაგვიყალბეს არჩევნები, უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე და გადავდგავთ ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაბიჯს, რომ დე-იურე და დე-ფაქტო არ შევიდეთ ამ ე.წ. პარლამენტში. ჩვენ არ მივიჩნევთ ამ პარლამენტს ლეგიტიმურად, რადგან ის არის უკანონო ქმდებებით არჩეული და არ გამოხატავს ხალხის ნებას.
ამ გადაწყვეტილებას იზიარებენ ქვემორე ხელმომწერი პარტიებიც, რომლებმაც ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად, ცესკოს გამოცხადებული შედეგით ვერ მოხვდნენ პარლამენტში.
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის უკეთესი, დემოკრატიული მომავლისთვის.
დემოკრატიული ოპოზიციის მოთხოვნაა: ამ არჩენების შედეგენის გაუქმება, ხელახალი არჩევნების ჩატარება და ყველა იმ სისტემური დარღვევის აღმოფხვრა, ცესკოს დაკომპლექტების წესის ჩათვლით, რამაც გამოიწვია ამ არჩევნების სისტემური გაყალბება.

3 ნოემბერი. 2020 წ
| ბეჭდვა |