ახალი ამბები
ხვალინდელი ჩვენი ერთიანობა იქნება დასტური მსოფლიოსთვის, რომ არ შევეგუებით ძალადობას, ჩაგვრას, მომავლის წართმევას

შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს ამომრჩეველს არ მივიდნენ 21 ნოემბერს დანიშნულ არჩევნების მეორე ტურზე.

შალვა ნათელაშვილი:
_ მმართველი რეჟიმი აგრძელებს მცოცავ სახელმწიფო გადატრიალებას, ძალაუფლების შემდგომი უზურპაციისთვის და ხვალ გამოცხადებულია საპარლამენტო-მაჟორიტარული არჩევნების ე.წ. მეორე ტური. მოვუწოდებ სრულიად საქართველოს! არავინ მიადგას ფეხი!

ლეიბორისტული პარტიის ყველა წარმომადგენელი გამოწვეულია. ეს ტური ისევე სამარცხვინოდ უნდა ჩაუვარდეს ოლიგარქს, როგორც ჩაუვარდა პირველი და ჩვენ უნდა მივაღწიოთ ახალ დემოკრატიულ, სამართლიან არჩევნებს, სადაც ხელისუფლება იქნება ხალხზე მოფიქრალი და მზრუნველი და არა თავის საბანკო ანგარიშებზე, ბიზნესსა და ძარცვაზე ორიენტირებული.

ხვალ საარჩევნო უბანზე მისვლა ნიშნავს ჩვენი მომავლის ოკუპაციაში მონაწილეობის მიღებას და არაფრით იქნება განსხვავებული რუსი ჯარისკაცების ქმედებებისგან, რომელიც ქართლში ტერიტორიას გვიღობავს.
ხვალ საარჩევნო უბანზე გამოცხადება ნიშნავს, რომ დავადექით ბერბიჭაშვილის, შადიმანის გზას და საქართველოს ტყვიას ვესვრით.

ხვალინდელი ჩვენი ერთიანობა, ჩვენი მომავლისკენ ჭვრეტა და პატრიოტიზმი იქნება მთელი მსოფლიოსთვის დასტური, რომ არ შევეგუებით ძალადობას, ჩაგვრას, მომავლის წართმევას.
თუ გვინდა გვქონდეს დემოკრატიული, სამართლიანი, თანასწორი საზოგადოება, თუ გვინდა აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, თუ გვინდა გვქონდეს სამუშაო, დაცული სოციალური ცხოვრება და მომავალი, ხვალ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ და ეს რეჟიმი უნდა შევცვალოთ ყველა მშვიდობიანი საპროტესტო მეთოდეებით. დღეს ეს ბრძოლა დაწყევულია! ამას უყურებს და გვგულშემატკივრობს მთელი მსოფლიო და ელოდება, რომ ქართველი ხალხი ამ უთანასწორო ბრძოლაში აუცილებლად გამარჯვებული გამოვა, რადგან ჩვენი ერის მისია იყო ბრძოლა! ჩვენ სხვა ახალი ბრძოლები გველოდება წინ, უკეთესი მომავლისთვის, მაგრამ ჯერ ეს მაჯლაჯუნა უნდა მოვიცილოთ, რომელმაც მთელი ქვეყანა დააკაბალა და ჩვენს ისტორიასა და მომავალში მოინდომა ხელის ფათური. დამერწმუნეთ, ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება!
| ბეჭდვა |