ახალი ამბები
რა სთხოვა შალვა ნათელაშვილმა ელჩებს დახურულ შეხვედრაზე

შალვა ნათელაშვილი:
გეტყვით მთავარ განცხადებას, რაც სხდომაზე გავაკეთე, იმედია ეს დარღვევად არ ჩამეთვლება, რადგან ჩემი განცხადებაა.
წინ გველოდება მეოთხე რაუნდი. ვინაიდან ამ ქვეყანაში ბედისწერით და საუბედუროდ ყველაფერს წყვეტს ერთი კაცი ოლიგარქი ივანიშვილი და არა მისი პარტია, მისი პარტიის ლიდერები, არა _ ოპოზიცია და არა_ თუნდაც ელჩები, ამიტომ მე მოვითხოვე, რომ მეოთხე რაუნდზე გამოცხადდეს პირადად ბიძინა ივანიშვილი და თავად გაგვცეს პასუხი იმ პრობლემებზე, რაც აქ წყდება. ამაზე ელჩებს შუამდგომლობა ვთხოვე.
| ბეჭდვა |