ახალი ამბები
დაიწყეთ სასწრაფო ვაქცინაცია! მეტი რაღა ჩიპი უნდა ჩაგვიდგან, ხახვის და კიტრის სანაცვლოდ აძლევენ ხმას!

შალვა ნათელაშვილი ,,კოვიდზე" სასწრაფო ვაქცინაციის დაწყებას მოითხოვს.
_ სანამ ოლიგარქიული რეჟიმი ერთპარტიული ტირანიის დიქტატურის დამყარებითაა დაკავებული, მსოფლიომ ლამის დაამთავრა ვაქცინაცია იმ ვირუსზე, რამაც დედამიწის პარალიზება გამოიწვია.
კატეგორიულად მოვითხოვ დღევანდელი არალეგიტიმური ხელისუფლებისგან! კეთილი ინებეთ და იმ 10 მილიარდიდან, რომელიც პანდემიის პერიოდში დასახმარებლად შემოვიდა და რომელიც მიითვისეთ, დააბრუნეთ ნაწილი თანხა მაინც, იყიდეთ ვაქცინა და დაიწყეთ მოსახლეობის აცრა, რომ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დავუბრუნდეთ.
როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა სააგენტომ უკვე დართო ნება ვაქცინაციაზე, ბრიტანეთი შუა გზამდეა მისული, ევროპა ყველა ქვეყანაში ერთად ჩაატარება, შესაბამისად, საქართველოში ეს პროცესი სასწრაფოდ უნდა დაიწყოს და არა გაზაფხულზე, როგორც ხელისუფლება გვპირდება. გაზაფხულზე მთელ მსოფლიოში მთავრდება პანდემია და ესენი მაშინ აპირებენ აცრების დაწყებას.
ზღაპრები, რომ ჩიპს ჩაგვიდგავენ, ხელისუფლებისგან ვრცელდება!
მეტი რაღა ჩიპი უნდა ჩაგვიდგან, ხახვის და კიტრის სანაცვლოდ აძლევენ ხმას "ქართულ ოცნებას".
ჩვენ უნდა გავუკეთოთ ქვეყანას ვაქცინა ,,ანტიბიძინა", მაგრამ მანამდე გვჭირდება ანტიკოვიდური ვაქცინები, რომლის გადავადება დანაშაულია
| ბეჭდვა |