ახალი ამბები
,,სამშობლოს გართმევენ ხალხო! რა მიიღეთ სოკარისა და ალიევისგან ასეთი, რომ არ იმჩნევთ?“

,,ალიევის რეჟიმი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას, დავით გარეჯის მონაკვეთზე, ხოლო ივანიშვილის კორუმპირებული რეჟიმი მზადაა მოღალატეობრივად ჩააბაროს ქართული სიწმინდე, აგრესორს.“ _ განაცხადა ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა და აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, ლეიბორისტული პარტიის მოთხოვნები წამოაყენა:
ალიევის მიერ განხორციელებული ქმმედება შეფასდეს, როგორც აგრესია და ოკუპაცია; დაედოს სავიზო რეჟიმი ამ ორ ქვეყანას შორის და აზერბაიჯანულ კომპანიებს დაედოთ სანქციები;
გადაიხედოს ყველა ხელშეკრულება ამ ქვეყანასთან, რომლითაც ბაქოს კორუმპირებული რეჟიმი მილიარდობით მოგებას იჯიბავს.
გაცხადდეს ოფიციალური ტერიტორიული პრეტენზიები საინგილო-ჰერეთზე, რომელიც უკანონოდ გადაეცა აზერბაიჯანს გასული საუკუნის 20-იან წლებში.
და ბოლოს, საქართველოს ტერიტორიაზე გაიხსნას ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა.
,,აგრესიული მეზობლები ჩვენგან მეტის ღირსები არ არიან. ასეთი სისხლიანი მეზობლების გადამკიდე, მრავალი ათეული წლები ვიქნებით ტერიტორიების, დამოუკიდებლობისა და სუვერეიტეტის დაკარგვის საფრთხის ქვეშ, ჩვენი შვილების სისხლისღვრისა და ერის გადაშენების და გენოცდთან ძალიან ახლოს. შესაბამის პირობებში, სხვა სტრატაეგია, იმის გარდა რომ დაგვიცავს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე აშშ , არ არსებობს.
აზებაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა ისტორიას ჩაბარადა. გადავდივართ იძულებითი პარტნიორობის სტადიაში. რას მოგვიტანს ეს პარტნიორობა, არ ვიცით, მაგარმ ფაქტი რომ სტარატეგიული პარტნიორი, მოკავშირეს თავს არ უნდა გესხმოდეს, მიწას არ უნდა გართმევდეს, სიწმინდეს არ უნდა ხელყოფდეს, არქეოლოგიურ საგანძურს ბულდოზერით არ უნდა უვლიდეს, საკაცობრიო ჭეშმარიტებაა!
პუტინი არის აგრესორი და დღეს ალიევი გახდა პუტინი. არც სხვა მეზობლები გვყავს ძალიან კეთილშობლინი, ამიტომ მათთვის იქნება ალალი, ის რაც განვაცხადე: ამერიკის სამხედო ბაზის გახსნა
არ შეიძლება მტერს უწოდო ძმა და ძმა არ უნდა მიიჩნიო მტრად და საერთოდ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში არავითარი ძმობა არ არსებობს, არსებობს დაუნდობელი კონკურენცია, საკუთარი სახელწმიფოს და ხალხის ინეტრესი და მერე ყველაფერი დანარჩენი. როცა ეს გვერევა და გარეთ უფრო მეტად ვეფერიბით პოტენციურ მტერს, ვიდრე შიგნით საკუთარ ხალხს, ეს დღეები გვიდგება. თუ საქართველოარ იქნება ერთიანი, მთლიანი, თავაწეული, თუნდაც გადამწვარა მთელი სამყარო, ესაა ჩვენი პოზიცია
თბილისში ალიევი კომპანია ,,სოკარი“ ბობოქრობს, ეს კომპანია აქ შემოიყვანეს როგორც სპეცსამსახურები, როგორც ქართული პოლიტიკის და ყველანაირი მოსყიდვის საშუალება ეს არის ორგანიზაცია, რომელიც გაჭირვებული ხალხს ოთხმაგად აძლევს ენერგომატარებლებს და ამინაგები მილიონებით აწარმოებს პოლიტიკური და სხვა ელიტის მოსყიდვას
თუ ასე არაა, მმართველი პარტია გასაგებია, ეს არის ივანიშვილის გამყიდველი სექტანტების დაჯგუფება, მაგრამ პირდაპირ ვსვავ კითხვას: რატომ სდუმს ნაცმოძრაობა, ევროპული საქართვერლო, პატრიოტთა ალიანსი?! სამშობლოს გართმევენ ხალხო! რა მიიღეთ სოკარისა და ალიევისგან ასეთი, რომ არ იმჩნევთ?
არ უნდა იყოს პარლამენტის საგანგებო სხდომა მოწვეული?! ვიღაცას რომ გაუსკდება ბიზნესში სიტუაცია, იმ წუთას იძახებენ მინისტრებს და საგანგებო სხდომა იმართება და ეს არ არის თქვენი ქვეყანა?! ამ ქვეყანაში არ იშოვეთ მილიონები?! ვის სჭირდებით ქვეყანა თუ არ გექნებათ?! ბომჟებად იჯდებით!“ _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86