ახალი ამბები
ლაშა ჩხარტიშვილი: ან ივანიშვილი დაავალებს რუხაძეს გადაუხადოს კომპენსაცია „მაუდელებს“ან კარვების აქციას უკვე საკუთარ სასახლესთან მიიღებს !

დღეს, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით, „მაუდის“ ყოფილმა თანამშრომლებმა ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან გამაფრთხილებელი აქცია გამართეს ! მათ ამჯერად მისგან, როგორც „იმედისა“ და „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელის და „მაუდის“ ყოფილი მფლობელის, ირაკლი რუხაძის მთავარი ბიზნეს პარტნიორისგან მოითხოვეს „მაუდის“ წვრილი აქციონერებისათვის კუთვნილი დივიდენდების სანაცვლო, დაპირებული კომპენსაციის გაცემის უზრუნველყოფა.
ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით: ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ „იმედი“ და „ლიბერთი ბანკიც“, რომელსაც ირაკლი რუხაძე ხელმძღვანელობს, რეალურად, ძირითადად ბიძინა ივანიშვილის ეკუთვნის, შესაბამისად, სწორედ მას შეუძლია დაავალოს საკუთარ პარტნიორსა და „პირად მოლარე“ ირაკლი რუხაძეს გასცეს „მაუდის“ ყოფილ თანამშრომლებზე, დანაპირები კომპენსაცია. ჩვენ ამისათვის ივანიშვილს 1 კვირიან ვადას ვაძლევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული გავხდებით, კარვების აქცია „იმედის“ მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე მის სასახლესთან გადმოვიტანოთ !
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86