ახალი ამბები
მიიღეთ დადგენილების პროექტი ქართველი ერის გენოციდის შესახებ - ნათელაშვილი პარლამენტს მიმართავს


უახლოეს დღეებში რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ე.წ. დუმა, იწყებს დადგენილების პროექტის განხილვას იმის თაობაზე, რომ ოსებს მოვუწყვეთ გენოციდი - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. შალვა ნათელაშვილი პუტინის განცხადებას იხსენებს, სადაც მან ისტორიული ფაქტები დაამახინჯა და თქვა, რომ "საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა და ოსეთის გენოციდი მოაწყო".

ოპოზიციური პარტიის ლიდერი საქართველოს პარლამენტს ქართველი ერის ისტორიული გენოციდის შესახებ დადგენილების პროექტის მიღებისკენ მოუწოდებს.

„რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთელ მსოფლიოს მოუყვა ცრუ ისტორია საქართველოს შესახებ, რომლის თანახმადაც, თურმე ჩვენ პატარა ერების გენოციდისა და ოკუპირების მეტი არაფერი გაგვიკეთებია. ეს იყო ახალი გეგმა საქართველოს შემდგომი დაშლისკენ და შედეგებმაც არ დააყოვნა. უახლოეს დღეებში რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ე.წ. დუმა იწყებს დადგენილების პროექტის განხილვას იმის თაობაზე, რომ ოსებს მოვუწყვეთ გენოციდი. მე მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს მთლიანად, ყოველგვარი პოზიცია-ოპოზიციის გარეშე, სასწრაფოდ მოიწვიეთ საგანგებო სხდომა და მიიღეთ დადგენილების პროექტი ქართველი ერის ისტორიული და მიმდინარე გენოციდის შესახებ. მხოლოდ დასწრება იდეოლოგიურ ომში არის გარანტია მომავალი გამარჯვებებისა და ჩვენი მთლიანობის,“ - განაცხადა ნათელაშვილმა.
FaceBook Twitter Google
ვიდეოები