ახალი ამბები
მოსკოვის მიზანია საქართველო იხილოს უქართველებოდ


მსოფლიომ უნდა აღიაროს ქართველი ერის მიმართ განხორციელებული ისტორიული და მიმდინარე გენოციდი

,,ქართველი ერის მიმართ განხორციელებული ისტორიული და მიმდინარე გენოციდის შესახებ“ პარლამენტის დადგენილების პროექტი გააცნო ლეიბორისტული პარტიის ოფისში შალვა ნათელაშვილმა დიპლომატიურ კორპუსს და მათი ქვეყნებისგან ქართველი ერის გენოციდი სმხვერპლად აღიარებაში დახმარება სთხოვა.
,,საქართველო გენოციდის კლასიკური მსხვერპლია, არა მხოლოდ ისტორიულად, არამედ ამ წუთებშიც რუსი ოკუპანტები გუგუტიანთკარში ღობავენ ქართველთა სახლებს, კარ-მიდამოს, წყალს, საარსებო გარემოს და დღესაც მოსკოვის მიზანია საქართველო იხილოს უქართველებოდ.
დღეს დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა იმართება იმისთვის, რომ ჩვენს მეგობრებს, მოკავშირეებს გავაცნოთ დადგენილების პროექტი ,,ქართველი ერის მიმართ განხორციელებული ისტორიული და მიმდინარე გენოციდის შესახებ“ და ვთხოვო, აცნობონ თავიაანთ მთავრობებს ის უმთავრესი პოსტულატები, რაც გადაარჩენს საქართველოს, აღუდგენს ტერიტორიულ მთლიანობას და კაცობრიობას შეუნარჩუნებს იმ უნიკალურ ცივილიზაციას, კულტურას და ფენომენს, რასაც ქართველი ხალხი და ქართველი ერი ჰქვია.
მსოფლიომ უნდა გვაღიაროს გენოციდის მსხვერპლად ისევე, როგორც ეს მოხდა სომხეთის მიმართ, ჩვენი მოძმე ებრაელების მიმართ. ეს პატარა ერები სწორედ ამან გადაარჩინა იმ მტრული გარემოში, რომელშიც დღემდე იმყოფებიან, მაგრამ მათ ხელშეუხებლობის გარანტიები აქვთ სწორედ აღიარებით, რომ მათ მიმართ იყოს გენოციდი. ჩვენს მიმართ ეს ჯერ-ჯერობით არ მომხდარა. ახლა ვიწყებთ ამ პროცესს, ახლა ვიწყებთ ამ მშვიდობიან ლაშქრობას და დიდი იმედი გვაქვს ჩვენი მოკავშირეების, მეგობრების, რომ ქართველი ერის გენოციდის მსხვერპლად აღიარება დაამთავრებს ჩვენს დეზინტეგრაციას, ჩვენს გადაშენებას, ბორდერიზაციას, ჩვენი ოკუპაციის პროცესს.“_ შალვა ნათელაშვილი.
FaceBook Twitter Google
ვიდეოები