ახალი ამბები
ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლა იყო დიდი ბორდერიზაციის დასაწყისი

გუგუტიანთკარში არსებულ სიტუაციას „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი ეხმაურება.

ნათელაშვილი გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოების განახლებას უარყოფითად აფასებს და ხელისუფლებას უმოქმედობის გამო აკრიტიკებს.

შალვა ნათელაშვილის თქმით, ხელისუფლების მაღალჩინოსნები ბორდერიზაციის პროცესს ღიად არ აპროტესტებენ.

„ის, რაც ამ წუთშიც ხდება გუგუტიანთკარში, ხორციელდება ივანიშვილსა და კრემლს შორის მიღწეული საიდუმლო სიტყვიერი შეთანხმებით ჯერ კიდევ 2012 წელს, ეს არ დაწყებულა არც გუშინ, არც გუშინწინ, ივანიშვილის მოსვლა ეს იყო დიდი ბორდერიზაციის დასაწყისი, რომელსაც არ მოჰყოლია არავითარი წინააღმდეგობა, არავითარი საერთაშორისო აქტიურობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ისევ ჩვენი მეგობრები და მოკავშირეები აქტიურობენ და წვალობენ და განცხადებებს აკეთებენ და მოქმედებენ. საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს მეათე, მეასეხარისხოვანი ჩინოვნიკის პირით საპროტესტო განცხადებას და მთავრდება ამით ყველაფერი, ტერიტორია იღობება, სოფლები იცლება,“ - განაცხადა ნათელაშვილმა.
FaceBook Twitter Google
ვიდეოები