ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილი პირველკლასელ ანა კაპანაძეს სახლში ესტუმრა და სწავლის დაწყება მიულოცა
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი დღეს პირველკლასელ ანა კაპანაძეს სახლში ესტუმრა და სწავლის დაწყება მიულოცა.

„თუ განათლება არ იქნება პრიორიტეტული, ჩვენ არანაიარი სახელმწიფო არ გვექნება. დღეს რომ სწავლა უფასოა ამ ბავშვებისთვის ლეიბორისტული პარტიის ბრძოლის შედეგია 90-იან წლებში.

პარლამენტში შესვლისთანავე ჩვენ პირველ რიგში დავაწესებთ ბავშვებისათვის უფასო კვებას ბიუჯეტიდან, ეს ნამდვილად აჯობებს იმ 128 მილიონის ხარჯს, რომელიც გაიღეს ივანიშვილის მთავრობის წევრებმა პირადი მანქანებისთვის. ასევე, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მომავალი თაობა იყოს უზრუნველყოფილი, გარანტირებული და განვითარების მაღალ პარამენტრებზე გასული“, განაცხადა ნათელაშვილმა.


ანა კაპანაძე მრავალშვილიანი ოჯახიდანაა. კაპანაძეების მრავალსულიანი ოჯახი თემქაზე დანგრეული შენობის ერთ ოთახში ცხოვრობს. კაპანაძეები სოციალურად მძიმე პირობებში ზრდიან 5 შვილს.
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86