ახალი ამბები
ივანიშვილ-კალაძის დუეტმა 700 მილიონიანი სატაქსო ბიზნესი მიიტაცა

შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს უკან წაიღოს ე.წ. სატაქსო რეფორმა, რამაც ასეულ ათასობისთ ადამიანი დააზარალა.
შალვა ნათელაშვილი: ,,ივანიშვილ-კალაძის დუეტმა ამჯერად მიიტაცა 700 მილიონიანი სატაქსო ბიზნესი დედაქალაქში, რითაც ლახვარი ჩასცა ასეულ ათასობით მოქალაქეს. შემდგომი ეტაპი იქნება იგივეს გაკეთება რეგიონებში. მოვიწოდებ ხელისუფლების უმაღლეს ლიდერებს ან მორატორიუმი გამოაცხადეთ და უკენა წაიღეთ ეს დანაშაულებრივი ე.წ. სატაქსო რეფორმა, ან არჩევნებით ვერ შეიცვლებით და მერე ვინმეს არ დააბრალოთ გადატრიალება, საკუთარ თავს თვითონ გადაატრიალებთ.
ეს არის სოციალური გენოციდი. არა მხოლოდ ტაქსის მძღოლებს წაერთვათ ცხოვრების საშულება არამედ მგზავრებისთვის მნიშვნელოვნად გაძვირდა მგზავრობა.
700 მლნ ტრიალებს ამ ბიზნესში, რომლიც კარგა ხნის წინ, კარგად გამოთვალეს ივანიშვილმა-კალაძემ და გადაწყვიტეს მისი ხელში ჩაგდება, ყველაზე გულქვა მეთოდებით. არცერთი ქვეყნის არცერთ დედაქალაქის მერს ასეთი ბოროტება თვისი ქალაქისთვის არ გაუკეთებია. პირველი შემთხვევა მსოფლიო თვითმართველობის ისტორიაში, როდესაც თვითონ ქალაქის თავია დაინტერესებული იმით რომ მისი ქალაქის მოსახლეობის მაოსობრივი გათატაკების გზით იშოვნოს მილიონები.
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ პროცესი იყო ძალიან კარაგად დაწყებული, გახსოვთ რომ ლეიბორისტულმა პარტიამ აიღო ხელში საპროტესტო მოძრაობა, აპრილის თვეში და დედაქალაქში გაიმართა უპრეცედენტოდ დიდი აქცია ტრასპორტით, ათასობით მანქანამ ბლოკადაში მოაქცია ივანიშვილის სასახლე და მან ტარადიცულად თავი შეაფარა პატრიარქის კალთას და სიონის მოხატვას შეპირდა . საქმე მიყვანილი იყო წკიპზე, ხელისუფლებას უკან უნდა წაეღო ეს რეფორმა, რომ არა ღალატი. მოისყიდეს ტაქსისტთა საინიციატივო ჯგუფის წევრთა უმრავლესობა, დაასაქმეს, გაუხსნეს კერძო კომპანიები და ჩაშალეს პროცესი და ტაქსისტები თვითონ იმ ხალხის ხელით გაწირეს, ვისაც ამ პროცესის გამარჯვებით დასრულება ევალებოდა. კალაძის მოთხოვნით, გვთხოვეს, რომ პარტიები ჩამოვცილებულიყავით, რადგან თუ პარტია იქნებოდა ამ პროტესტის სათავეში, კომპრომისი გაუჭირდებოდათ. რა თქმა უნდა, როგორც მოგვთხოვეს ჩვენ სადავეები გადავეცით ამ ჯგუფს და მათმა დიდმა ნაწილმა გაყიდა თავისივე კოლეგები. ამიტომ როცა ბევრს ლაპარაკობენ რომ პოლიტიკოსები იყიდებიან, კიდე ვიღაცეები იყიდებიან, სამწუხაროდ, ყველა სფეროში არიან გამყიდველები და მოღალატეები. თუ არ წავიდა საპროტესტო მოძრაობა და ხელისუფლებამ არ იგრძნო საპასუხო მუშტი, შემდგომი ნაბიჯები იქნება ახალი რეგულაციები, ამ მიზეზით ამ ხალხის გაძევება ბაზრიდან და თავიაანთი კომპანიებით ჩანაცვლება. ეს გავრცელდება რეგიონებზეც და ასე ჩაიგდებენ მთელ ბაზარს, რაც ვფიქრობ, არ დაცალდებათ.“
FaceBook Twitter Google
ვიდეოები