ახალი ამბები
ლაშა ჩხარტიშვილი: აუცილებელია შრომის საათობრივი ანაზღაურების წესისა და უმუშევრობის კომპენსაციის შემოღება !

დღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ჩხარტიშვილმა მედიაპორტალ „კვირას“ პრეს-კლუბში შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი შეფასებით, ივანიშვილის ოლიგარქიული ხელისუფლება ცდილობს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მინიმალურად, სიმბოლური სახით შეასრულოს და შრომის კანონმდებლობაში მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილელები შეიტანოს. აღნიშნულის „გასაპრავებლად“ კი, საკუთარ ბიზნეს პარტნიორებსა და ფიქტიურ მსხვილ ბიზნესმენებს იყენებს ! რალურად კი, საქართველოში შრომის სფეროში არსებული კატასტროფული ვითარება, გაცილებით კარდინალური საკანონმდებლო და პრაქტიკული ცვლილელებების უმოკლეს ვადებში განხორციელებას საჭიროებს ! ეს აუცილებელია, რათა გადარჩენილ იქნას დასაქმებულთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ასევე შემცირდეს მავნე პირობების გამო სიკვდილიანობის მაღალი დონე და ქვეყნიდან შრომის უნარიანი მოქალაქეების მასობრივი გადინება. ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, დასაქმებულთა მდგომარეობის საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებამდე მისაყვანად აუცილებელი, მთელი რიგი ძირეული ცვლილელების განხორციელება. მათ შორის განსაკუთრებით და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანად მიგვაჩნია:

1. შრომის ანაზღაურების საათობრივი პრინციპის დანერგვა და მისი საათში სულ მცირე 15 ლარის ოდენობით განისაზღვრა !

2. უმუშევრობის კომპენსაციის დაწესება და მისი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით გაცემა !

3. შრომის ინსპექტორთა რაოდენობის სულ მცირე გაათმაგება, შემდეგი წლიდანვე, შესაბამისად მათი მომზადებისა და შრომის ანაზღაურებისათვის საჭირო ადეკვატური ოდენობის სახსრების გათვალისწინება, 2020 წლის ბიუჯეტში;

4. დეკრეტული შვებულების სრულად და არა 80 %-ით ანაზღაურება.
აუცილებელია მთელი რიგი სხვა ცვლილებების განხორციელებაც, რომლიც საქართველოში დასაქმებულთა და უმუშევართა სიცოცხლის გადარჩენას მაინც უზრუნველყოფს !
FaceBook Twitter Google
ვიდეოები