ახალი ამბები
"ბურჯანაძე მოსთხოვს ხელმძღვანელობას რუსეთისას, როგორც მოათრიეს ივანიშვილი, ისე გაათრიონ"


"ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტს ეხმიანება:



"დღეს მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდა ერთი მოთხოვნით, რომ ბიძინა ივანიშვილი არ იყოს ხელისუფლებაში.ამ მიზნის მიღწევაზე თათბირობს ყველა ორიენტაციის მქონე პარტია, პროდასავლური, პროამერიკული პრორუსული და სხვადასხვა პრო. შესაბამისად, არანაირი ვალდებულება, რომ ჩვენი იდეოლოგია, საშინაო და საგარეო სტრატეგია უარვყოთ კონკრეტული ფორმატის გამო, არ არის. ვთვლი, რომ პარტიები გააგრძელებენ რბოლას ვაშინგტონში, ბრიუსელში, მოსკოვში, პეკინში, სადაც სურთ. არავითარი შემზღუდავი გარემოება, რომ ჩვენ ივანიშვილის მოცილებაზე აქ ვიკრიბებით და ვმსჯელობთ, არ შეიძლება იყოს საგარეო აქტივობისთვის. იმედი მაქვს, რომ ნინო ბურჯანაძე მოსთხოვს უმაღლეს ხელმძღვანელობას რუსეთისას, როგორც მოათრიეს ივანიშვილი, ისე გაათრიონ, ვიდრე ის მოხვდებოდეს რკინის გალიაში. მე ვთვლი, რომ აქ არავითარი გასაბუტი და გასაღიზიანებელი ფაქტორი არ მომხდარა. ქალბატონი ნინო არაერთხელ ბრძანდებოდა მოსკოვში, ის სამჯერ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს. მან საკონსულაციო ფორმატი როცა იქმნებოდა, განაცხადა, რომ მოსკოვში ვიზიტი ჰქონდა დაგეგმილი“,

წყარო: http://alia.ge
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86