ახალი ამბები
უნდა შევცალოთ რეჟიმი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ბედნიერების მოწყობითაა დაკავებული

შალვა ნათელაშვილმა ქართველ ხალხს ახალი, 2020 წელი მიულოცა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შეაფასა 2019 წელი და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე
შალვა ნათელაშვილი:
_ სულ მალე კარს შემოგვიღებს ახალი 2020 წელი. მინდა სრულიად საქართველოს, თვითეულ თქვენგანს მოგილოცოთ ეს დღესასწაული, გისურვოთ გამარჯვებები, ბედნიერება, გამრავლება, მიზნების შესრულება, ჩვენი სამშობლოს აღდგენა, ფეხზე დაყენება და ბედნიერი მომავლისკენ წინსვლა.
ისტორიული ჟამის წინაშე ვიმყოფებით. 2020 ში უნდა შევცალოთ რეჟიმი, რომელიც ხალხის ჩაგვრის და ქვეყნის ძარცვის ხარჯზე, საკუთარი ბედნიერების მოწყობითაა დაკავებული. სამპროცენტიანი მმართველი ოლიგარქია უნდა გავუშვათ ისტორიის სანაგვეზე. წინ გველოდება ძალიან დიდი ბრძოლა და დიდი გამარჯვებაც. მთავრობა, რომელიც მილიონებს აკეთებს ნაძვის ხის და ნაგვის ყუთების შემოტანაშიც კი და ამ რეჟიმის მეთაური, რომელმაც გააღატაკა სახელმწიფო და ფინანსურ წელს ამთავრებს რამდენიმე მილიარდიანი მოგებით, არ შეიძლება დარჩნენ ძალაუფლებაში. ეს არის საყოველთაო ეროვნული აზრი და ყველა ელოდება ერთ ბედნიერ წამს, როდესაც მმართველი პარტია და ოლიგარქია ჩამოცილდება ძალაუფლებას და ამაში გადამწყვეტ წვლილის შეიტანს ჩვენი მებრძოლი ხალხი და რა თქმა უნდა, მათთან ერთად სრულია ოპოზიცია, სრულიად პოლიტიკური სპექტრი _ ყველა ერთის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ის ერთი არის ჩვენი მომავლის მტერი.
წინ გველოდება სერიოზული გადაწყვეტილებები, ეროვნული თანხმობის ჟამი და კოალიციური მთავრობის შექმნა. უნდა ვისწავლოთ დაპირისპირება და თანაარსებობა ქვეყნის მომავლისათვის და ამ გზაზე პირველი სერიოზული ნაბიჯები უკვე გადაიდგა აქ, ამ დარბაზში.
უპირველესად უნდა მივხედოთ სოციალურ-ეკინომიკურ ცხოვრებას. ადამიანებს უნდა გაეზარდოთ პენსია, ხელფასი, შეიქმნას სამუშაო ადგილები. მთლიანად დაფინანსდეს ჯანდაცვა და განათლება ბიუჯეტიდან და სახელწმიფო, რომელიც დღეს ზრუნავს 3 პროცენტის ბედნიერებისთვის, უნდა გადაიქცეს 97 პროცენტის თანაშემწედ, გზამკვლევად, გადამრჩენად. ეს არის სახელმწიფოს ფუნქცია.
ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ სრულიად ახალი პოლიტიკური სისტემა, სადაც ადგილი არ ექნება არჩევნების გაყალბებას, ძალადობას, სისტემას, სადაც ვისაც ხალხი აირჩევს ის მოვა და როცა გადაირჩევს, ის წავა ფეხების ქნევის გარეშე. ჩვენ გვინდა პოლიტიკური სისტემა, სადაც მინისტრები იქნებიან არა ბიზნესმნები და ოლიგარქები, არამედ იდეით, პატრიოტიზმით, მაღალი პროფესიონალიზმით, წესიერებით გამსჭვალული პროფესიონალები, რომელთა მიზანი უპირველესად, ხალხის სამსახური იქნება.
ჩვენ გვინდა ხელისუფლება და უმაღლესი ვერტიკალი, რომლის ხელმძღვანელი იქნება მსოფლიოში აღიარებული ავტორიტეტი, ქვეყნის პასპორტი და არა ხელის წამოსაკრავი.
ჩვენ გვინდა დავუბრუნოთ ხალხს პრეზიდენტის საყოველთაო არჩევის უფლება და გვინდა შევქმნათ ისეთი სასამართლო ხელისუფლება, რომელიც ჩამოკიდებული იქნება არა სატელეფონო სამართალზე, არამედ ზნეობრიზე და რომელიც კანონით ისმჯელებს გადაწყვეტილებების მიღების დროს. ამ ეპოქას სამუდამოდ უნდა დავემშვიდობოთ.
ჩვნ უნდა შევქმნათ გადარჩენის ფონდი იმ თანხებიდან რომელიც მოიპარეს ოლიგარქებმა _ რამდენიმე ათეული მილიარდი და ეს უნდა დავაბრუნოთ უკან საერთაშორისო ბერკეტების მეშვეობით. ამ გადაჩენის ფონდიდან უნდა ხდებოდეს ახალი ოჯახების დაფინანსება, სოფლების აღდგენის დაფინანსება, ქარხნების და ფაბრიკების მშენებლობა. ჩვენი ქვეყანა დაცული უნდა იქნას უცხოური პროდუქციის ექსპანსიისგან, უნდა წახალისდეს ეროვნული წარმობა.
ჩვენ გვჭირდება საერთო ეროვნული თანხჩშორის იმ საკითხში რაც უკვასირდება ტერიტორიული მტლოანობის აღდგენას, დეოკუპაციას, უცხო ვქყენის ჯარის გასვლის საკითხებზე. უნდა იცოდეს მტერმაც და მოყვარემაც, რომ ქართველი ერი, თავისი პოლიტიკური კლასით, ერთიანია ერთ მთავრ საკითხში: უცხო ქვეყნის ჯარისკაცის ჩექმა ქართულ მიწაზე არასოდეს უნდა იდგეს, თანამშრომლობისთვის კი ყველასთვის უნდა იყოს ჩვენი კარი ღია.
მინდა ახლავე განვუცხადო მსოფლიო თანამეგობრობას და რუსეთის ფედერაციას, თუ მათი ჯარები არ მოახდენენ საქართველოს დეოკუპაციას, არ გაიყვანენ თავიაანთ სამხედრო ბაზებს, ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის რომ აქ გაიხსნას ამერიკის სამხედრო ბაზები, ატომური კომპონნტებით. გვებრძვის ატომური სახელწმიფო? გვაშინებს და გვჩაგრავს ატომით? დავუპირსპირებთ მათზე ძლიერ ატომურ მოწინააღმდეგეს.
იმავდროულად, მადლობას ვუხდი საერთაშორისო ორგანიზაციებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, ყველას, ვინც გვერდით გვიდგას მით უმეტეს, ვინც ამხელს ანტისახალსო რეჟიმის პოლიტიკას.
ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ რეჟიმის მეთაურის ივანიშვილის, კალაძეების, ოქრიაშვილების, მამაცაშვილების, ყველას მთანხები, ვინც ჩვენი შვილების ლუკმა წაიღო, სანქცირებული იყო დასავლეთის ბანკებში, შემდგომი დაბრუნებით, რაც იქნება დიდი ეკონომიკური ინვესტიცია ჩვენი მომავალი საქმიანობისთვის
ჩვენ უნდა შევქმანთ სახელმწიფო, სადაც ბავშვი დაბადებიდან იქნება დაცული. მივა სახელწმიფოსგან დაფინანსებულ ბაღში, ისწავლის სახელმწიფოსგან დაფინანსებულ სკოლაში; ახალგაზრდა უმაღლეს სასწავლებელში იქნება ბიუჯეტიდან დაფინანსებული, მაგისტრატურა- დოქტურანტურის ჩათვლით; ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც პენსიონერი შიმშილით არ მოკვდება და ნამდვილ პენსიას მიიღებს სტაჟის და დამსახურების მიხედვით, და არა სამადლო კომპენსაციას. ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს სუბიექტი სადაც ყოველდღე შეიქმნება სამუშაო ადგილები.
ეს ყველაფერი მიღწევადია. ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი ეპოქის მშენებლობა. ფაქტიურად, ხელახლა უნდა აღვადგინოთ დიდი ქართველების და ერის მიერ შექმნილი ქართული სახელმწიფო.
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86