ახალი ამბები
მთავარი ეროვნული ერთიანობაა

საბჭოთა ოკუპაციის დღეს, ლეიბორისტებმა ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს
,, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი ჩვენი მომავალია, ჩვენი გზაა, მან მოგვცა მაგალითი როგორ უნდა ვებრძოლოთ შიდა და გარე ოკუპაციას.“ _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა

შალვა ნათელაშვილი:
_ დღეს მთაწმინდის პანთეონში მუხლი მოვიყარეთ ეროვნული გმირის ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის საფლავთან. ოკუპაციას სჭირდება არა მოთქმა-გოდება, არამედ ოკუპაციის წინააღმდეგ თავდაუზოგავი ბრძოლა და შედეგი აუცილებლად დადგება.
ქაქუცას ბრძოლამ ასი წლის უკან დღევანდელი დამოუკიდებლობა მოგვიტანა. დამოუკიდებლობის შენარჩუნება მუდმივი პროცესია. 1921 წლის ოკუპაცია და მისი შედეგები, ბევრი გაგებით დღესაც დასაძლევია, ისე როგორც 2008 წლის ომის შედეგები.
მთავარი გახლავთ ეროვნული ერთიანობა, საერთო მიზნის აღქმა და მერე იმ მიზნის გარშემო მთელი ენერგიის განივთება. როცა ჩვენი ხალხი ამას ვისწავლით, მერე ვეღარ დაგვჩაგრავენ ვერც ოკუპანტები და ვერც დამპყრობლები.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ეროვნული საზღვარი დაბრუნდება ის სადაც 28 მლნ წლის წინ შეიქმნა, როდესაც ლავრა ამოიფრქვა და კავაკასიონის მთელ ქედზე გაავლო ჩვენი ერის საზღვარი და ვერანაირი ჩვენი დამპყრობი და უხეში ფენომენი ვერ შეცვლის იმ ობიექტურ რეალობას, რაც უფალმა და ბუნებამ დაადგინა. მთავარია ჩვენ მოვინდომოთ და ქართველების წინაშე დამდგომი ძალა ჯერ არ დაბადებულა და ეს შესანიშნავად აჩვენა ქაიხოსრო ჩოლოყაშვილმა, რომელიც გახლდათ რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ დაუდგრომელი მებრძოლი არა მხოლოდ 1921 წელს, არამედე 1924 წელს რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ აჯანყების მეთაური და არ დარჩა საქართველოში სოფელი, ტყე, ჭალა და უბანი, სადაც არ შექმნა შეფიცულთა რაზმები. უცხოეთში ემიგრაციის შემდეგ, ის კვლავ ცხოვრობდა საქართველოთი და როდესაც იხილა პარიზის ერთ-ერთ რესტორანში მოქეიფე საქართველოს მთავრობა, რომელიც აქედან წაღებული ეროვნული სიმდიდრით ახერხებდა პარიზში დროს ტარებას, იმ სუფრის თამადა, კარგად გალახა. ასე პოლიტიკურადაა გასალახი დღეს ის ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ეროვნულ სიმდიდრეს, რესურს ასევე ხარჯავს პარიზის, თუ ჰონ კონგის რესტორნებში. ანუ, ქაოხოსრო ჩოლოყაშვილი ჩვენი მომავალია, ჩვენი გზაა, მან მოგვცა მაგალითი როგორ უნდა ვებრძოლოთ შიდა და გარე ოკუპაციას.
FaceBook Twitter Google
ვიდეოები