ახალი ამბები
გამოცხადდეს საბანკო ამნისტია, დადგინდეს ზღვრული ფასები...


არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად, შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს მოქალაქეებსა და წვრილ და საშუალო ბიზნესზე მოახდინოს საბანკო ამნისტია და მედიკამენტებსა და საკვებ პროდუქტებზე დააწესოს ზღვრული ფასები.


შალვა ნათელაშვილი: კორონავირუსის კრიზისი უდიდეს დარტყმას მიაყენებს ისედაც განადგურებულ ქართულ ეკონომიკას და სოციალურ სფეროს, პიკზე აიყვანს სიღატაკის კოეფიციენტს.
საჭიროა აქტიური სახელმწიფოებრივი ნაბიჯები და პოზიტიური შედეგი იქნება.

1. სასწრაფოდ გამოცხადდეს საბანკო ამნისტია მოქალაქეებზე, წვრილ და საშუალი ბიზნესზე;
2. დაიყონებლივ დადგინდეს ზღვრული ფასები საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე.
ეს კომპონენტები საქართველოს გამოიყვანს მსოფლიო ურთულესი პროცესებისგან. რაც მთავარია, უამრავი მოქალაქეს, ბიზნესმენს გადავარჩენთ გაკპტრებიაგან, ქვეყნიდან გაქცევიაგან და იმ დიდი პრობლემებისგან, რაც არაერთხელ გადავიტანეთ.
ვინმეს ეს ძალიან რევოლუციურ მოწოდებად რომ არ მოეჩვენოს, შეგახსენებთ, რომ გასული წელი ქართულმა ბანკებმა მილიარდიანი მოგებით დაამღავრეს, ხოლო 2012 წლის შემდეგ იცანიშვილის ,,ქართუ" ბანკმა 500 პროცენტიანი, 2 მილიარდი მოგება მიიღო.
ნონსენსია, როცა ღარიბ, გაუბედურებულ ქვეყანაში ყველა კოტრდება, ყველაფერი კვდება და მხოლოდ ბანკები იღებენ მოგებას. ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილიაგან დაწესებული საბანკი ყაჩაღობის მსხვერპლნი ვართ. მხოლოდ პიარი და ზღაპარია, ის სამ მთვიანი გადავადება, რაც ბანკებმა შემოგვთავაზეს.
რა ხდება აფთიაქებში? 15 თეთრიანი პირბადე 2 ლარი გახდა, 100 - 200 პროცენტითაა გქზრდილი ფასები წამლებზე ისეთმა ყაჩაღებმა, როგორიც არიან ოქრიაშვილი, კურტანიძე და ივანიშვილის ,,ფარმადეპო", რომლებიც შანსს არ უშვებენ არ ივაჭრონ ჩვენი სიცოცხლით.
ბევრადაა მომატებული ფასები საკვებ პროდუქტებზეც. ვუცხადებთ ამ ყაჩაღებს: დადგა დრო თქვენი პასუხისმგებლობის! დაიწყეთ და მიიღეთ ეს გადაწყვეტილებები! უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზეც. შეცდომის გამო, უმუშევართა და ღატაკთა დიდ არმიას კიდევ არ უნდა დაემატოს ასი ათასობით ადამიანი და შეცდომა იქნება, თუ ახლა საბანკო ამნისტია არ გამოცხადდება

 

FaceBook Twitter Google
ვიდეოები