ახალი ამბები
,,ეს პანდემია გადავა და ჩვენ იმავე ბოსელში დავრჩებით, რაც ივანიშვილმა აგვიშენა”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ დღეს, როცა ვირუსული პანდემიის გამო, მთელ მსოფლიოში პარალიზებული და შეჩერებულია საგადასახადო- საბანკო სისტემათა ფუნქციონირება, მილიონობით ადამიანი გაღავისუფლებულია სხვადასხვა ანგარიშსწორებისგან, საქართველოს მთავრობა დაბეჯითებით სთხოვს სტუდენტებს სწავლის გადასახადს და გადაუხდელობის შემთხვევაში, ემუქრება უმაღლესიდან გარიცხვით, რათა 53 ათას გაძევებულ ახალგაზრდას, კიდევ ათასობით დაემატოს. მოვითხოვთ საქართველოს მთავროვისგან, სასწრაფოდ მიიღონ გადაწყვეტილება და ყველა სტუდენტი, მიმდინარე წელს, გათავისუფლდეს სწავლის გადასახადისგან. შეწყვიტეთ ჩვენი შვილების ხარჯზე ბიუჯეტის შევსება, ,,ჯიპების” ყიდვა, პრემიების მიღება, ბიზნესის დატრიალება! ეს არა მარტო კრიმინალი, უმსგავსობაცაა! გადახედეთ სხვებს. შვედეთსა და ფინეთში უმაღლესი განათლებისთვის ფულის აღება კონსტიტუციითაა აკრძალული, ხოლო გერმანიაში, ავსტრიაში, ჩრ. ევროპაში, არა მხოლოდ საკუთარს, უცხო ქვეყნის ახალგაზრდებსაც თავიაანთი ბიუჯეტის ხარჯზე ასწავლიან. ეს არის 21- საუკუნე და განათლებამ უნდა გაგვიყვანოს კოსმოსში და არა დახლმა უმაღლესი სასწავლებლის კართან და შეშვებამ იმის მიხედვით, ვინ იხდის და ვინ _ არა, თითქოს ივანიშვილის ,,კარფური” იყოს.

ხედავთ, რა ხდება მსოფლიოში. გუშინ, ტრამპმა ტრილიონი დოლარი გამოყო ამერიკის მოქალაქეების კორონას ზიანის კომპენსაციისთვის. მაკრონმა განაცხადა, რომ მთელი საფრანფეთი გათავისუფლებულია კომუნალური გადასახადებისგან და საქართველოს მთავრობა, რომელიც პარაზიტობას ისე მიეჩვია, რომ არსებობა ყაჩაღობის გარეშე ვერ წარმოუდგენია, ახალგაზრდებს და მათ ოჯახებს ლუკმის პურს ართმევს. ძალიან მალე, ხელისუფლების შეცვლისთანავე, ჩვენ მივაღწევთ, რომ საქართველოში უმაღლესი განათლება უფასო გახდეს ახალგაზრდებისთვის, სრულად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტისგან. 90- იან წლებში ჩვენ მივაღწიეთ უფასო საშუალო განათლებას და იგივეს გავაკეთებთ უმაღლესი განათლების სფეროში. მინდა მივმართო ჩვენს ხალხს.

მეგობრებო! საქართველოს უამრავი რამ გადაუტანია, უამრავი ჟამიანობა და არ გადავშენებულვართ. ეს ვირუსი რაღაც ტრაგედიად, ფსიქოზად არ უნდა გადავაქციოთ, მით უმეტეს, მთავრობამ ის არ უნდა გამოიყენოს თავისი ეკონომიკური თუ ფინანსური ავანტურისტული გეგმების ასასრულებლად. სერიოზული საშიშროება არაა, ახალი სახის გრიპია. წელს, მარტო ამერიკაში, სეზონური გრიპით 49 მლნ დაავადმყოფდა და 53 ათასი გარდაიცვალა. მალე ეს პანდემია გადავა და ჩვენ იმავე ბოსელში დავრჩებით, რაც ივანიშვილმა აგვიშენა და ის ჩვენი დასანგრევია.

წყარო: https://euronews.ge
FaceBook Twitter Google
ვიდეოები