ახალი ამბები
აეკრძალოთ ენერგოკომპანიებს მოსახლეობისთვის გაზის და ელექტროენერგიის შეწყვეტა

ლეიბორისტები მოუწოდებენ ხელისუფლებას, აუკრძალონ ენერგოკომპანიებს მოქალაქეებისთვის გაზის და ელექტროენერგიის შეწყვეტა და დროულად გასცენ შესაბამისი ვაუჩერები.
ამის შესახებ განცხადება პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ გააკეთა.

გიირგი გუგავა:
_ მაფიოზა ენერგოკომპანიები მასობრივად უჭრიან ელექტროენერგიის და გაზის მიწოდებას იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ვერ შეძლეს დანახარჯის დაფარვა. ეს დანაშაულია და მთავრობაც დანაშაულებრივად დუმს.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აუკრძალოს ენერგოკომპანიებს საგანგებო მდგომარეობის დროს, მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა და დროულად იქნენ მოქალაქეები შესაბამისი ვაუჩერებით უზრუნველყოფილნი.
FaceBook Twitter Google
ვიდეოები