ახალი ამბები
500 ლარიანი სასოფლო - სამეურნეო პაკეტი სოფელში მცხოვრებ ყველა ოჯახს


ლეიბორისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ სოფელში მცხოვრებ ყველა ოჯახზე, ხვნა- თესვისთვის 500 ლარიანი სასოფლო - სამეურნეო პაკეტი გამოყონ.
ეს განცხადება შალვა ნათელაშვილმა კასპში გააკეთა.



შალვა ნათელაშვილი
_ ვირუსი და ეპიდემია ჩაივლის, მაგრამ ხელში განადგურებული სოფელი შეგვრჩება. არის შიმშილის საფრთხე. სასოფლო - სამეურნეო სამუშაოები გაჩერებულია, რადგან გლეხს არ აქვს საჭირო თანხა, ხოლო ხელისუფლება საა მისოდ ვერ იმეტებს.
დაუყონებლივ, სანამ ჯერ კიდევ სეზონია, სოფელში მაცხოვრებელი ყველა ოჯახისთვის გამოყოფილ იქნეს 500 ლარიანი სასოფლო - სამეურნეო პაკეტები, რომელშიც შევა ხვნა-თესვის, შხამ - ქიმიკატების, ტექნიკის და სათესლე მასალის ხარჯები. ეს უნდა გაკეთდეს სასწრაფოდ.
მაინტერესებს, რა ფიქრობა ხელისუფლება, რომელმაც 70 წლის კაცს სოფელში გარეთ გამოსვლა და იქვე, თავის ნაკვეთში მუშაობა აუკრძალა? რას ფიქრობს ხელისუფლება, რომელმაც კარგად იცის, რომ ამ მძიმე გაზაფხულზე, ხალხმა საკვებად გამოიყენა სათესლედ გადანახული სიმინდი, თუ კარტოფილი? !
რა მნიშვნელობა აქვს კორონა ვირუსი მოგკლავს, შიმშილი ვირუსი, თუ ბიძინა ვირუსი?!
სასწრაფოდ უნდა მოიძებნოს ყველა რესურსი, რომელიც არის! და ამის ნაცვლად გამგეობებმა და გუბერნიებმა პრემიების გაცემა დაიწყეს.
ბიძინა ივანიშვილი მოვიდა დაპირებით, რომ თითო სოფელზე 5 მლნ ლარი იქნებოდა. 5 მლნ არ გვინდა, ამ ტრაქტორში ბენზინი ჩაასხან! როგორც ჩანს, ეს დაპირებები საერთოდ დაავიწყდა, მაგრამ რამდენიმე თვეში ხალხი გაახსენებს ყველა ტყუილს, ,,გადაგდებას" ძარცვას, უბედურებას რაც მოგვიტანა ამ პიროვნებამ თავის დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად.
შეიძლება, რომ ეს ნაყოფიერი მიწა დაუმუშავები იყოს?! შეიძლება ისე წავიდეს პროცესები, რომ უცხოეთიდან ვეღარ შემოვიდეს პროდუქტი და საკუთარი ბაზრის იმედად დავრჩეთ. და რის იმედად ვაპირებთ ყოფნას?!
კორონაზე მეტი ბრძოლა იმას სჭირდება, რომ მიწა დამუშავდეს, გლეხს ჰქონდეს კრედიტის, საწვავის, შხამ- ქიმიკატების საშუალება, რომ იმუშაოს. ბიუჯეტში საამისო ფული არის. მხოლოდ ნახევარი მილიარდი ბიუჯეტში გადამალული ჩვენ აღმოვაჩინეთ; 7 მილიარდი თანაინვესტირების ფონდში აქვს გადამალული ივანიშვილს, რამდენიმე მილიარდი _ საპარტნიორო ფონდში, რომლის თავმჯდომარეს, საგანელიძეს 25 ათასი ლარი აქვს ხელფასი.
ჰო ვნახეთ, რომ სოფელია ჩვენი გადარჩენა?! ამიტომ, სოფელი უპირველეს ყოვლისა!

 

FaceBook Twitter Google
ვიდეოები