ახალი ამბები
ივანიშვილის რეჟიმის და რუსეთის ხელისუფლების ალიანსის მეტი მტკიცებულება რა გინდათ?!

შალვა ნათელაშვილი აღდგომის დღეებში, კონფლიქტის ზონაში ოკუპანტის ახალი გააქტიურებისთვის რუსეთის პატრიარქს მიმართავს.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი თვლის, რომ ახალი გადაღობვები და საქართველოს საბოლაოდ დაყოფა პუტინის და ივანიშვილის შეთანხმებით ხდება.

შალვა ნათელაშვილი:
_ დღეს, როდესაც გლობალური პანდემიის გამო, მთელ მსოფლიოში გაჩერდა ომები, ტერაქტები, ძალადობა, კონფლიქტები, რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ საქართველოს ტერიტორიის გადაღობვას, ამჯერად გორის სოფ ტახტისძირში და ხალხის მძევლად აყვანა.
მინდა მივმართო მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილს: თქვენო უწმინდესობავ! როდესაც თქვენს მიერ ნაკურთხი რუსეთის მთავარსარდალი და მისი შეიარაღებული ძალები, აღდგომოს წმინდა დღესასწაულის დღეებშიც, არ ინდობენ ერთმორწმუნე მართლმადუდებელი მეზობელი ქვეყნის მოსახლეობას, მათ უფლებებს, ტერიტორიას, ამი შემდეგ გაქვთ უფლება ილაპარაკოთ, ერთმორწმუნეობაზე, ქრისტიანობაზე, მართლმადიდებლობაზე, ჰუმანიზმზე?! სად არის თქვენი ქრისტიანული პროტესტი? თუ რუსეთის საპატრიარქო საბოლაოდ გადაიქცა კრემლის იდეოლოგიურ განყოფილებად?! ნუთუ არ გრცხვენიათ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შთამომავლებს, რომლებაც თქვენამდე 700 წლით ადრე მიიღეს ქრისტიანობა, საშუალება არ აქვთ წინაპრების საფლავები მოინახულონ, იმიტომ, რომ შუაში თქვენს მიერ ნაკურთხი ოკუპანტი დგას?! ნუთუ არ გრცხვენიათ, რომ ქართული ტაძრები და სალოცავები მავთულხლართებითაა გაყოფილი?!
ეს ყველაფერი საუბედუროდ, ისევ და ისევ ხდება ივანიშვილი რეჟიმის გარიგებით ოკუპანტებთან.
ტახტისძირში ბორდელიზაციის შესახებ შეტყობინება ხელისუფლებამ კი არ გაავრცელა, რაც ევალება, არამედ იქაურებმა და სხვადასხვა არხებით მოგვეწოდა. მიდიოდა ტერიტორიის გადაღობვა, საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება, ადამიანების მძევლად აყვანა და ხელისუფლება დუმდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ელჩებს პირში წყალი ჰქონდათ ჩაგუბებული, იმიტომ, რომ
ივანიშვილის უმთავრესი მისია, რაც პუტინისგანაა დავალებული, საქართველოს საბოლაოდ დაშლა სამ სუვერენულ სახელმწიფოდ შესრულებილიყო და ამაში ხელი არ შეშლოდათ.
მოდი და ამის შემდეგ თქვით, რომ ოპოზიცია ვაჭრობს და ივანიშვილის რეჟიმს რუსეთის ხელისუფლებასთან ალიანსს ვაბრალებთ?! მეტი ალიანსი რა უნდა იყოს?! ოკუპანტი შემოდის, გღობავს, გიტაცებს და ხელისუფლება დუმს!.
ის მაინც გააკეთონ ,,სიენენი", ,,ბიბისი" ჩამოიყვანონ და პირდაპირ რეჟიმში აჩვენონ მსოფლიოს რა ხდება ტახტისძირში. ეს იქნება უდიდესი დარტყმა რუსეთისთვის, რადგან რუსეთ ძალიან ეშინია მათ წინააღმდეგ მსოფლიო საერთაშორისო აზრის მობილიზების, მით უფრო ახლა, როცა ოკუპაციიათვის ბევრი სანქცია აქვს დადებული.
ყირიმის, ლუგანსკის, დონეცკის ოკუპაცია საქართველოს შემდეგ მოხდა, რუსეთს კი სანქციები მხოლოდ უკრაინის ოკუპაციისთვის ადევს. სანამ პუტინის რეჟიმი ტრილიონობით ზარალს არ მიიღებს, ოკუპაციის პროცესი არ შეჩერდება. ამას პუტინის ნაცვალი ივანიშვილი არასოდეს გააკეთებს.
დიდი იმედი მაქვს, ამ შემოგზავნილ გველეშაპს რამდენიმე თვე დარჩა, რის შემდეგ რუსეთუს სახელნწიფო საერთაშორისო სანქციებს მიიღებს, რადგან ახალი ხელისუფლება ამ ყველაფერს ასე არ დატოვებს

 

FaceBook Twitter Google
ვიდეოები
1