ახალი ამბები
კორონავირუსი რეჟიმს ტუზივით დაეცა

შალვა ნათელაშვილის თქმით, კორონა ვირუსი ამ რეჟიმს ტუზივით დაეცა.

შალვა ნათელაშვილი:
_ ორი თვის წინ ვივარაუდე, რომ ამ რეჟიმს კორონა ვირუსი ტუზივით დაეცემოდა. ისე აგიხდეთ ყველა სიკეთე, როგორც ეს ახდა.
დღეს ოლიგარქმა ფაქტიურად, დიქტატურის დაგვირგვინება, უზურპაცია დაიწყო. მშიერი ხალხი სახლებში გამოკეტა და სოციალური გენოციდი მოუწყო. ამ ყველაფრის მიზანი საპროტესტო ტალღის ჩახშობა, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, არჩევნების გადადება და მერე მისი ურცხვად გაყალბებაა, როგორც ჩვევიათ.
ახლა შეკრებილია ვაიპარლამენტი და ამ დანაშაულებრივი მდგომარეობის გაგრძელებას აპირებს. მოვუწოდებ, თუ სინდისის ნატამალი შერჩათ, (რაშიც ეჭვი მეპარება), გააუქმეთ კომანდანტის საათი, აღადგინეთ მაღაზიების, ბაზრების, ტრანსპორტის მუშაობა, გაეცით ათასლარიანი კომპენსაცია ოჯახებზე! ეს არის ხალხის მოთხოვნა! სხვა შემთხვევაში, ამას ხალხი პირადად გეტყვით და შეიძლება თქვენთვის ძალიან დაგვიანებული იყოს!
მათი ბიზნესი, ივანიშვილის მილიარდები კიდევ უფრო ივსება; მათი სუპერმარკეტები, ,,კარფურები" მუშაობს, მათი ნავთობი და გაზი ჩვეულებრივ გაედინება, მათი სატრანზიტო ტვირთები მთელ ევრაზიაში, დაუბრკოლებრივ მოძრაობს, მოიცილეს ყველანაირი პასუხუსმგებლობა ხალხზე და პოლიტიკურადაც შესანიშნავი პერიოდი დაუდგათ _ ხალხს პროტესტის უფლებაც არ აქვთ. თან ცინიკურას დაგვცინის ,,ტიკ- ტაკობას' იწყებს. არნახული პათოლოგიაა მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში.
მთელ მსოფლიოში უქმდება და მსუბუქდება საკარანტინო რეჟიმი. ჩინეთში საერთოდ მოიხსნა. იგივე გზაზე დგანან გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ავსტრია, ამერიკის ცალკეული შტატები და ამ დროს, სადღაც, თავის დენდროპარკში ჩამალული ივანიშვილი ისე აგრძელებს საგანგებო მდგომარეობას, რომ ერთი თეთრი კომპენსაცია არაა გაცემული სახლებში გამოკეტილ ხალხზე. გენოციდია, აბა რა?! გაბუქებული ფსიქო- სატელევიზიო მმართველობაა ხელისუფლების მხრიდან.
ახლა ,,ჩალიჩობენ" მსოფლიო საფინანსო ორგანიზაციებთან , რომ მიიღონ 3 - 5 მილიარდი, რომელსაც რა თქმა უნდა, ხალხს კი არ მისცემენ, საკუთარ ბიზნესს და საბანკო ანგარიშებს მოახმარენ, ხოლო ვალს ჩვენ გადაგვახდევინებენ.
FaceBook Twitter Google
ვიდეოები