ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას სასამართლოში უჩივის და მოითხოვს....


შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას სასამართლოში უჩივის და საგანგებო მდგომარეობის და ჯარიმების გაუქმებას მოითხოვს.


შალვა ნათელაშვილი:
_ საქართველოს ხელისუფლებამ ვირუსიც, ეპიდემიაც და კარანტინიც დიქტატურის განსამტკიცებლად და ახალი მილიარდების საშოვნელად გამოიყენა.
დღეს სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი, რათა გაუწმდეს საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი და არაადამიანური ჯარიმები.
ადამიანები გამოკეტეს შიდაპატიმრობაში და სასიკვდილოდ გაწირეს. ,,დარჩი სახლში" გადაიქცა გამოთქმად ,,მოკვდი სახლში." არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რა ეწერება ადამიანს სიკვდილის მიზეზად, ან ავადმყოფს დაავადების გამწვავების მიზეზად.
სასწრაფოდ უნდა გაიხსნას დაკეტილი წარმოებები, მაღაზიები, ბაზრები, მშენებლობები, ტრანსპორტი და ამუშავდეს ეკონომიკა. ვხედავთ, რომ ხელისუფლება ისევ გაყვლეფითაა დაკავებული, არაფერი გაიმეტა ხალხისთვის, რომ ამ მძიმე ვითარებაში ადამიანებს ღავი გადაერჩინათ, ოჯახები შეენახათ. პირიქით, საზღვარგარეთ, ვითომ ჩვენს დასახმარებლად 3,5 მილიარდი დოლარი იშოვა და თავის ანგარიშებზე მოაქცია.
კაცობრიობას ალბათ, ასეთი არაადამიანური ხელისუფლება არ ახსოვს. მათი მიზანი მხოლოდ მოგებაა, ნებისმიერი გზით _ ხელისუფლებაში მოსვლით, ომით, ეპიდემიით, ტერიტორიების გაცემით, საყდრისის აფეთქებით, ბიზნესის მიტაცებით. ამდენად, დღევანდელი ჩვენი სარჩელი ჩვენი კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს ეყრდნობა.

 

FaceBook Twitter Google
ვიდეოები