ახალი ამბები
ივანიშვილი და ალიევი ერთი კლასტერია

შალვა ნათელაშვილმა ქართველ ხალხს გიორგობა დავით გარეჯიდან მიულოცა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდა დაუბრუნონ საქართველოს დავით გარეჯი.

შალვა ნათელაშვილი:
_ ჩემთვის დიდი ბედნიერებაა აქედან მოგილოცოთ წმინდა დღესასწაული _ გიორგობა, თუმცა ჩემი აქ ჩამოსვლის მიზეზი მხოლოდ ეს არაა.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ალიევის შეიარაღებულმა ძალებმა აქ გამოფინეს პლაკატი წარწერით ,,სამშობლო ჩემი გულია", ხოლო გუგლის რუკაზე მონაკვეთები, რომლებიც ისტორიულად და გენეტიკურად იყო და არის ქართული, აზერბაიჯანის შემადგენლობაში მოექცა.
პირდაპირ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილმა გაყიდა დავით გარეჯი, ხოლო ალიევმა მიიტაცა ეს უდიდესი ისტორიულ-კულტურული ძეგლი საქართველოსგან. მოვუწოდებ აზერბაიჯანის მთავრობას! დააბრუნეთ ჩვენი უდიდესი ისტორიული ძეგლი უკან და მერე ჩაითვლებით სტრატეგიულ მოკავშირეებად. არ შეიძლება თან მოკავშირე იყო, თან ოკუპაციას და ანექსიას აკეთებდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა დოკუმენტი, რომელიც შეიძლება საიდუმლოდ, ქართველი ხალხის ზურგს უკან იყოს გაფორმებილი, იქნება გაუქმებული, როგორც კი ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს მოვიცილებთ. აგრეთვე, გაუქმებული იქნება მოღალატეობრივი დემარკაციის კომისია და ჩვენ მოვითხოვთ შეიქმნას ახალი, საერთაშორისო კომისია გაეროს, იუნესკოს, ვატიკანის, ევროკავშირის მონაწილეობით, რომელიც ამ ისტორიულ- კულტურული ძეგლის საქართველოსთან შესაბამისობას დაადგენს. ისე, როგორც ნიზამე განჯელია მხოლოდ აზერბაიჯანული, ასევე დავით გარეჯია მხოლოდ ქართული.
მინდა განვაცხადო, რომ ეს არ ეხება აზერბაიჯანელ ხალხს. ეს მთავრობების მიერ შექმნილი პრობლემაა. ქართველები და აზერბაიჯანელები ერთად გავაგრძელებთ ძმურად ცხოვრებას. ვიმეორებ, ეს ყველაფერი ორი ხელისუფლების დანაშაულია, ორივე ხალხის წინაშე.
არაერთი დამპყრობელი იყო აქ თურქი, სპარსი, მონღოლი...თემურ ლენგმა რამდენჯერ დალაშქრა დავით გარეჯი, შაჰ აბასმა 6 ათასი ბერი მოკლა ერთ ღამეს, მაგრამ არცერთ დამპყრობს არ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ დავით გარეჯი ქართული არაა. ერთადერთი ეს გააკეთა შაჰ აბაზის პოლიტიკურმა შთამომავალმა ალიევმა და ასევე, შაჰ აბაზის შთამომავალმა ბიძინა ივანიშვილმა. ისინი არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ერთი კლასტერია.
ეს არის არა მხოლოდ ტერიტორია, არა მარტო მიწა (რომელიც თავის თავად წმინდაა), ეს არის მეექვსე საუკუნიდან ქართველის რუდუნებით, სისხლით აგებული ისტორიული ძეგლი. ეს არის ადგილი, სადაც თამარის, დემეტრეს, აღმაშენებლის, ლაშა გიორგის პორტრეტებია. ალიევის წინაპრები ქართველი მეფეების პორტრეტებს დახარლტავდნენ, მათი რომ ყოფილიყო? საიდან გაუჩნდა აზრი აზერბაიჯანის ხელისუფლებას, ისტორიის მითვისება დაეწყო იმის გამო, რომ ალბანელების შთამომავლობა დაამტკიცონ და ამით მოიგონა დავა ყარაბაღში?! ალბანელების შთამომავლები არ ვართ არც ჩვენ, არც სომხები, არც აზერბაიჯანელები. ალბანეთი 26 ტომიდან შექმნილი სახელმწიფო იყო და 461წელს შეწყვიტა არსებობა, ამ კომპლექსის აგება კი მეექვსე საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო ასირიიდან ჩამოსულმა მამა დავითმა. ეს ავანტურა აუცილებლად უნდა შეწყდეს
დარწმუნებული ვარ, ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები ამაზე ხმას ამოიღებენ და საბოლოო ჯამში ქართულ- აზერბაიჯანული ძმობა გაიმარჯვებს. მთავრობები მიდიან და მოდიან, მაგრამ ჩვენი ხალხები, კულტურა, ცივილიზაცია რჩება და უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს ჩვენს მიერ დაშვებულმა შეცდომამ ხვალ შეიძლება კიდევ უფრო სერიოზული პრობლემა შექმნას.
ჩვენ ამიერკავკასიაში ერთად უნდა ვიცხოვროთ, მეგობრულად, ძმურად, ერთმანეთის კულტურის პატივისცემით და არა აგრესიით და წართმევით. მაინტერესებს რა განსხვავებაა ალიევსა და პუტინს შორის?! ის იქ, ცხინვალში და ენგურზე გვიღობავს ტერიტორიებს, ალიევი აქ სიწმინდეს გვართმევს. მეტსაც გეტყვით: ეს შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ კრემლშია დაგეგმილი, რომლის მონაწილე სამწუხაროდ ბატონი ალიევი გახდა.
ვპირდები მას, როგორც ივანიშვილის საკითხი გავიტანე მთელ მსოფლიოში სასანქციო რინგზე და უკვე იხილება მის მიმართ სანქციები, ასევე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ამ რეგიონალური დიქტატორის და მისი მაფიოზური ოჯახის საკითხი დადგეს სანქციების ფორმატში, საერთაშორისო დონეზე. აუცილებლად ვანანებ ალიევის რეჟიმს იმ მავნებლობას, რაც ჩაიდინა ქართულ- აზერბაიჯანული ძმობისა და მეგობრობის წინააღმდეგ.
FaceBook Twitter Google
ვიდეოები
1