ახალი ამბები
სად გაქრა ბიძინა ივანიშვილის სიაფანდი 100 მილიონი?!


ლეიბორისტები ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას მოითხოვენ.
ამის შესახებ განცხადება შალვა ნათელაშვილმა ბრუფინგზე გააკეთა.

შალვა ნათელაშვილი:
- ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი ხელისუფლება უპრეცედენტო ნაბიჯზე წავიდა და საგანგებო მდგომარეობის შემდეგ ის დე-ფაქტო გააგრძელა. აკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მასობრივად დატოვა ხალხი შიდაპატიმრობაში და დაუკარგა სარჩოს მოპოვების ყოველგვარი საშუალება.
კატეგორიულად ვთხოვთ რეჟიმს, სასწრაფოდ იქნეს აღდგენილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც საქალაქო, ისე საქალაქთაშორისო.

გახურებული პანდემიის დროსაც კი არ შეწყვეტილა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა რომში, მადრიდში, პარიზში, ნიუ ორკში, რადგან ეს არის აუცილებელი კომპონენტი ადამიანების გადასარჩენად და იმისთვის, რომ ამუშავდეს ეკონომიკა, ბიზნესი და არ მოხდეს ისე, რომ ახლა შიმშილით დაგვეღუპოს ხალხი. მიცვალებულისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სიკვდილის მიზეზად დიაგნოზში რა ეწერება: კორონავირუსი თუ ბიძინავირუსი _ უტრანსპორტობა, უფულობა, უმუშევრობა, თუ უკალორიობა.

საზარელი ფაქტია, რომ ხელისუფლებამ მიატოვა ხალხი, არ გაუწია დახმარება. სად გაქრა ივანიშვილის სიაფანდი 100 მლნ? 1 ლარიც თუ მიიღო ვინმემ, იქნებ შემოგვეხმიანოს. 3,5 მილიარდი დოლარი დახმარებაც საკუთარ ბიზნესში და ბანკებში გადაანაწილა. არ გასცა 1000 ლარი ოჯახებზე, 500 ლარი ფერმერებზე, საგაზაფხულო სამუშაოებისთვის, არ შეუნარჩუნა ხელფასები, არ შეუმცირა გადასახადები, არ ჩამოაწერა საბანკი პროცენტები. ეს არაადამიანური საბანკო პროცენტები ხალხს კი არ უნდა გადაუვადდეს, უნდა ჩამოეწეროს. ისევ სამუშაოდაკარგული და ბიზნსგაჩერებული ხალხით ცდილობენ შეავსონ ბიუჯეტი და ამ ბიუჯეტით მოახდინონ არჩევნების მასობრივი გაყალბება.

თუ უახლოს დღეებში არ აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლება სრული დატვირთვით, ყველა ვისაც ეს ტრანსპორტი სჭირდება და სახლშია გამოკეტილი, სამთავრობო სასახლეს მიადგება და მერე მოენატრებათ 20 ივნისიც და ყველა ის თარიღიც, რომელთა გახსენებაზე შიშისგან კანკალებენ.
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86