ახალი ამბები
დავით გარეჯის გასხვისებისთვის ივანიშვილის რეჟიმი პასუხს აგებს


შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიების გაცემა-გასხვისებისთვის, უვადო პატიმრობას პირდება.



შალვა ნათელაშვილი:
_ წინასაარჩევნო ვნებათა ღელვამ არ შეიძლება დაგვავიწყოს ჩვენი არსებობის საფუძველთა საფუძველი, ქართული მიწა-წყალი. და აი, 14 საუკუნის მანძილზე პირველად ვერ შევძელით აღგვეღნიშნა გარეჯობა და ჩავსულიყავით აღდგომის მონასტერში, ჩიჩხიტურსა და მსოფლიო ქართული კულტურის ამ უდიდესი ძეგლის მთავარ მონაკვეთებზე. ეს სივრცე წაიღო პრეზიდენტმა ალიევმა. მისმა შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს იურიდიულად შეუთანხმებელი, მაგრამ ისტორიულად და ფაქტობრივად ქართული ტერიტორია, კულტურის ძეგლები. სახეზეა ანექსი, ოკუპაცია, აგრესია. საერთაშორისო სამართლებრივად ამას სხვა არაფერი ჰქვია.
ივანიშვილის რეჟიმმა, ნაცვლად იმისა, რომ დაეწყო ორმხრივი მოლაპარაკებები, ფეხზე დაეყენებინა საერთაშორისო ორგანიზაციები _ გაერო, ეუთო, ევროკავშირი, მოეხდინა ალიევის ტვირთების სანქცირება საქართველოს ტერიტორიაზე, აეწია ტარიფები, საქმე აღძრა უშიშროების სამსახურმა, რომლის თანახმად, თუ ვინმე ხმას ამოიღებს შექმნილ რეალობაზე, ყველას გვემუქრება ციხე, რასობრივი შუღლის გაღვივების გამო.
ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი ერთად ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და იცხოვრებენ. საუბარია დანაშაულებრივ პოლიტიკაზე, რომლითაც ორივე ხალხი ზარალდება. ამიტომ, რამდენიმე თვეში, ივანიშვილის რეჟიმის შეცვლისთანავე, აღძრული იქნება ს.ს. საქმე საქართველოს ტერიტორიული ხელყოფისთვის, რომელიც 307- ე მუხლით ითვალისწინებს უვადო პატიმრობას და ივანიშვილის რეჟიმის მთელი ხროვა პასუხს აგებს, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიების გაცემა- გასხვისებისთვის.
თუ ამ სიმართლის თქმა რასობრივი შუღლის გაღვივებაა, მაშინ რუსეთის ოკუპაციაზეც გავჩუმდეთ, ისიც შეიძლება რასობრივი შუღლის გაღვივებად ჩაგვითვალონ და უნდა გავჩუმდეთ აფხაზურ და ოსურ სეპარატიზმზეც და გამოდის, რომ ყველა ქვეყანა, რომელსაც მიწას, სივრცეს, სალოცავს წაართმევენ, უნდა გაჩუმდეს, რომ რასობრივი შუღლის გაღვივებად არ ჩაუთვალონ. წარმოგიდგენიათ, სადამდე მივიდა სამშობლოს ღალატის კოეფიციენტი ოლიგარქის შემოქმედებაში?!
იმის ნაცვლად, რომ ალიევი ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის საკითხზე მუშაობდეს, ამის საკომპენსაციოდ ჩვენ წაგვართვა სალოცავები, რათა ამომრჩეველთან იტრაბახოს, ის ვერ დავიბრუნეთ, მაგრამ საქართველოს წავართვით, ის დავჩაგრეთო.
ყველა თავის ადგილზე დაეტიოს. საქართველოს გარეშე ვერცერთი მეზობელი სახელმწიფო ვერ იარსებებს, ვერც გეო-პოლუტიკურად, მორალურად და ზნეობრივად. გადაზიდვის ტარიფები ისე აიწევს, რომ ალიევის ბიზნესისგან აღარაფერი დარჩება.
იმ ფონზე, როცა რუსეთი გვღობავს, უკვე გორში ჩამოვიდნენ, ალიევიც შეუერთდა პუტინს, რის გამოც მისი მეუღლე პუტინმა ხალხთა მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა. როგორც ჩანს მათ, ჩვენგან განსხვავებით, მეგობრობაზე ცოტა სხვანაირი მოსაზრებები აქვთ.
ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტი _ შეთანხმება საქართველოს და აზერბაიჯანის საგარეო საქმეღა მიბისტრებს შორის, 1996 წლის 13 ივლისს დადებული, რომლის თანახმად, აზერბაიჯანი აღიარებს, რომ ჩიჩხიტური აღდგომის მონასტერი და ის მონაკვეთები, რომელიც წაიღეს, საქართველოს ტერიტორიაა. ასეთი დოკუმენტი ხელთ გქონდეს ხელისუფლებას და ასე ჩუმად, სამარცხვინოდ თმობდე სიწმინდეებს?!

 

FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86