ახალი ამბები
ყველა სპორტსმენი, ვინც შემჩნეული იქნება ძალადობაში, სამუდამოდ იქნეს დისკვალიფიცირებული.

,,რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და ჩვენი შვილების სოცოცხლე ეწირება, ამას ჰქვია სქელკუნთიან სპორსტემენ-ზონდერთა დიქტატურა, ხელისუფლების სრული თანადგომით დამყარებული. პროცესის ამგვარი გაგრძელება მიგვიყვანს ტრაგიკულ შედეგებამდე და გასული საუკუნის 90-იანე წლებამდე.“_ ასე გამოეხმაურა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკულ დაღუპვას.

შალვა ნათელაშვილი:
_ დათრგუნულები ვართ ახალგაზრდა გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკული დაღუპვით. სანამ თემაზე გადავიდოდე, ყველას მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, რომ ამ საშინელებასთან არანაირო კავშირში არაა ნაძალადევი და ნახალოვკა. ამ რაიონებში: თემქაზე, სანზონაში, ლოტკინზე, ნაძალადევში ღირსეული, ზნეობრივი ვაჟკაცი ადამიანები ცხოვრობენ, ხოლო კრიმინალი ბუდობს ყველგან. მაგალითად, მრგვალ ბაღთან ერთ კვადრატულ კოლომეტრზე ორი კრიმინალი მოდის, მაგრამ ამაზე არ ვსაუბრობთ, რადგან კრიმინალი ტერიტორიასთან, უბანთან არაფერ შუაშია.
რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და ჩვენი შვილების სოცოცხლე ეწირება, ამას ჰქვია სქელკუნთიან სპორსტემენ-ზონდერთა დიქტატურა, ხელისუფლების სრული თანადგომით დამყარებული. პროცესის ამგვარი გაგრძელება მიგვიყვანს ტრაგიკულ შედეგებამდე და გასული საუკუნის 90-იანე წლებამდე.
ვიბრძოლებთ იმითვის, რომ ყველა სპორტსმენი, ვინც შემჩნეული იქნება ძალადობაში, საყოფაცხოვრებო, თუ პოლიტიკური პროცესებში, სამუდამოდ იქნეს დისკვალიფიცირებული. ასეთი სპორტსმენის გამზრდელი ფედერაციები, საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე იქნებიან სანქცირებულები და შეუწყდებათ მონაწილეობა. ამ ფედერაციებისთვის განკუთვნილი ასობით მილიონი გადაეცემა მასობრივ სპორტს, რათა ყველა სპორტული სექცია ბავშვებისთვის იყოს უფასო და გაგვეზრადოს ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი თაობა. მოვუწოდებ ყველა პარტიას, არ ჩაწერონ ჩემპიონ-სქელკანიანი ზონდერები საპარალმენტო სიებში. პარლამენტი და მთავრობა მათი ადგილი არ არის.
გავიხსენოთ მძიმე წარსული, როდესაც ეროვნულმა მოძრაობამ ძალოვანი სტრუქტურები ძიუდოისტებს ანდო, ეს დამთავრდა დიდი სამოქალაქო ომით. სწორედ სპორტსმენები ავსებდნენ გვარდიის ,,მხედრიონის“ ,,თეთრი ავაზას“, ,,შავი ყვავის“ შეიარაღებული ფორმირებების რიგებს. ეს არის პუტინისტური“ მოდელი. პუტინი მართავს რუსეთის იმპერიას ძიუდოისტებით, მოჭიდავეებით და ამ კატეგორიის ადამიანებით. ჩვენც ეს ჭირი გვიდგას კარიბჭესთან და ეს ჭირ უნდა განვდევნოთ. რა უნდა მოჭიდავეს. სქელკუმთიან სპორტსმენებს პარლამენტში, კანონმდებლებად. რას აკეთებენ ხაბელოვი, ხაბარელი? რას აკეთებენ ოდიშარიები და წულაიები? რა აკეთებს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი ანზორ ჩუბინიძე მთავრობაში, რომელმაც ჩვენი შვილებისთვი თვალების დათხრის ბრძანება გასცა? აღარ დარჩა გელათის და იყალთოს აკადემიის ქვეყანაში ინტელექტუალური ფენა, რომელიც იმოღვაწევებს სახელმწიფო სფეროში, იმის მიუხედავად, კუნთები ერჩის, თუ არა?! საუბარია უინტელექტო მაგარკუნთიანებზე, რომლებიც არჩევნების დროს ნაწილდებიან თავიანნთ ქალაქებში, სოფლებში, უბნებში, ქმნიან რაზმებს, სცემენ პოლიტიკოსებს, არბევენ უბნებს, იტაცებენ ყუთებს და მერე ამისთვის იღებენ მილიონიან დაფინანსებებს ფედერაციებში, მილიარდიან ბიზნესებნს ეკონომიკაში, პარლამენტის წევრის მანდატებს, მინისტრის პორფელებს და ესა არის დაღუპვა. არაერთხელ მითქვავს, თვითმფრინავის ხომალდთან, რომელშიც მთელი ქვეყანა ზის, ვსვავთ ტერორისტები, რომლებმაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხომალდის მართვა არ იციან.
სპორტსმენები _ სპორტში, პოლიტიკოსები _ პოლიტიკაში, მუსიკოსები _ ხელოვნებაში, პოეტები _ მუზაში და მერე გვექნება სახელმწიფო და არა ეს ,,ვინეგრადი.“
FaceBook Twitter Google
ვიდეოები