ახალი ამბები
რეგიონში რუსული ექსპანსიონიზმის პარალელურად პანთურქიზმი ძლიერდება

რეგიონში პანთურქიზმის გაძლიერებაზე საფრთხეზე ისაუბრა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა, ბრიფინგზე.

შალვა ნათელაშვილი:
_ თურქეთის ხელისუფლება აპირებს15 ივლისიდან აია-სოფიას ტაძარი მეჩეთად გამოაცხადოს. სამწუხაროდ, საქართველო ხვდება რთულ ზოლში. რუსული ექსპანსიონიზმის პარალელურად, საფუძველს იღებს და ძლიერდება პანთურქიზმი. სწორედ ამას შეეწირა ჩვენი გარეჯი, რომელიც ალიევმა წაიღო. ამასთან დაკავშირებით,
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ პროტესტი გამოაცხადა. ჩვენ, მადლობას ვუხდით ბატონ სახელმწიფო მდივანს და მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას არ მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც გაართულებს თვითონ თურქეთის საგარეო პოლიტიკურ მდგომარეობას, მათ შორის საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობაშიც შეიტანს ბზარს.
როგორც ქართველი ერდოღანია თურქი, ისეთივე თურქულია აია-სოფია. 1453 წელს კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ, წმინდა სოფიას ტაძარი გადაკეთდა მეჩეთად, მაფრამ 1934 წელს, რესპუბლიკური მართველობის პერიოდში, ქემალ ათათურქმა ის მუზეუმად გამოაცხადა და შეტანილია მსოფლიო კულტურის, ,,იუნესკოს" საგანძურში. დღეს ამ სტატუსის შეცვლა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, შავ-ბნელი ისტორიისკენ და შესაბამისად, ხელს არ შეუწყობს თვითონ ჩვენი მეზობელი თურქეთის გაძლიერებას, მისი ავტორიტეტის ამაღლებას საერთაშორისი ასპარეზზე.
სწორედ ყალბი ისტორიებია დიდი ტრაგედიების საფუძველი. ჰიტლერმა 70 მლნ ადამიანი შესწირა ყალბ ისტორიას არიელთა განსაკუთრებული წარმოშობისა და ექსკლუზიური უფლებების შესახებ. პანთურქისტები, რომლებიც ერდოღანის წაქეზებით არიან მოძლიერებულნი, სწორედ ამ თეორიებს ,,აწვებიან", რომ დავით გარეჯიც, აია-სოფიაც _ ქრისტიანული ძეგლებიც თურმე მათი ისტორიული მემკვიდრეობა ყოფილა. ეს ძალიან საშიში პოლიტიკაა, საშიში ხაზია რუსული ექსპანსიონიზმის პარალელურად, რომელიც ჩვენს ბედზე აისახება, თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში, ამიტომ ის პროცესები, რომელიც ჩვენს გარშემო ხდება, როგორც ჩრდილოეთში, ისე სამხრეთში, ჩვენი ისტორიული ბედისთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის არის გადამწყვეტი და დროზე ამოვიღოთ ხმა, რომ იცოდნენ მეზობელი ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტებმა, რომ ისინი მარტო არ არიან რეგიონში, მათი საქმიანობა შეუმჩნეველი არაა. იგივე თურქეთის საქმიანობა, რომელმაც უკვე შექმნა თურქულენოვანი ქვეყნების საპარლამენტაშორისო ასამბლეა, სადაც გააერთიანა შუა აზიის თურქულენოვანი ქვეყნები, მათ შორის, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი და კიდევ სხვა მცდელობები, რომ ერთიანი, დიდი თურქეთის იდეა ბოსფორიდან ციმბირამდე იქნეს ფრთებშესხმული.
დიდი იმედი მაქვს, თურქეთი იქნება საიმედო პარტნიორი, რომელიც პირველ რიგში იზრუნებს ხალხების, თავისი ქვეყნის უსაფრთხოებაზე და რეგიონის უშიშროების პრობლემებზე. ის ფაქტი, რომ ტაო-კლარჯეთის მიტაცებულ მიწაზე ქართული ისტორიული ძეგლები მიგდებულია, ზოგში მეჩეთია გახსნილი და ზოგში _ ბოსელი, ეს ყველაფერი არ მატებს ღირსებას თურქეთის ხელისუფლებას, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის და სხვა სფეროებში მოწინავე პოზიციებისკენ მიილტვის. სათქმელი ერთმანეთს პირში უნდა ვუთხრათ. მხოლოდ სიმართლე უზრუნველყოფს ყველა ადამიანისთვის უსაფრთხო მსოფლიოს.
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86