ახალი ამბები
არცერთ დიქტატორზე რომ არ ყოფილა, ისეთი სანქციები ელოდება ივანიშვილს, თუ ის...


ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის თქმით, ,,თუ ივანიშვილი არ გამოაცხადებს, რომ ძალაუფლებას თმობს, მას ელოდება ისეთი რეალური სანქციები, რომელიც არ ღირსებია მსოფლიოს არცერთ თანამედროვე, თუ წარსულის დიქტატორს.“



შალვა ნათელაშვილი:
_ ჩვენი მრავალწლიანი ბრძოლა პუტინისტურ-ოლიგარქიული დაჯგუფებისთვის საერთაშორისო იზოლაციის შესაქმნელად ფინალურ სტადიაში შედის. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი იწყებს ივანიშვილის რეჟიმისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას. დღეს შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოს მზე ატლანტიკიდან ამოდის.
თუ ივანიშვილი არ გამოაცხადებს, რომ ძალაუფლებას თმობს, მას ელოდება ისეთი რეალური სანქციები, რომელიც არ ღირსებია მსოფლიოს არცერთ თანამედროვე, თუ წარსულის დიქტატორს. აღნიშნული კანონპროექტში იმავდროულად გაცხადებულია, რომ ნებისმიერი ქვეყანა, ვინც აღიარებს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, მოხვდება ამერიკული ფინანსური და დიპლომატიური სანქციების ქვეშ. როგორც ვხედავთ, საქართველო ყოველდღიურად იმარჯვებს. მთავარია ამ გამარჯვებას წინ არ გადაეღობოს ის, ვინც რვა წლის განმავლობაში გვამარცხებდა და მაინც ვერ წაგვაქცია. მთავარი ივანიშვილმა შეიგნოს, რომ მოვიდა მისი წასვლის დრო, გამოაცხადოს ძალაუფლების გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურების დაწყება და მისცეს ქართველ ხალხს დიდ მაგისტრალზე გასვლის საშუალება.
ეს გახლავთ ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელიც შედგენილია ჩვენს მიერ რვა წლის განმავლობაში ვაშინგტონისთვის მიწოდებული დასაბუთებული ინფორმაციების საფუძველზე. მაშინ შევპირდი ჩემს ხალხს, რომ არ აცდებოდა ივანიშვილს საერთაშორისო ფინანსური სანქციები. ბევრმა ეს სწორად გაიგო, ბევრმა ვერ გაიგო, ზოგმა ცინიზმით მიიღო, ზოგმა არასერიოზულად და ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ რასაც 8 წლის წინ შევპირდი, ახლა განხორციელება დაიწყო.

 

FaceBook Twitter Google
ვიდეოები