ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი რჩება რუსული იარაღის მსხვილ კონტრაბანდისტად მსოფლიოში

,,არ ვიცი რამდენად სწორია ის, რის თაობაზეც ატეხილია საერთაშორისო სკანდალი. მე შემიძლია პასუხისმგებლობით განვაცხადო შემდეგი: ბიძინა ივანიშვილი, როგორც იყო რუსული იარაღის ყველაზე მსხვილი კონტრაბანდისტი მსოფლიოში, დღესაც ასეთად რჩება. „ _ ეს განცხადება შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა

შალვა ნათელაშვილი:
_ ის ფაქტი, რომ ქვეყნის მმართველი ოლიგარქი წარმოადგენს უზარმაზარ საფრთხეს , როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო სტაბილურობისთვის, კიდევ ერთხელ დადასტურდა იარაღის გატანის თაობაზე ატეხილი სკანდალით, ამ წუთას მიმდინარე სომხეთ-აზერბაიჯანის ომში.
გარეჯის წამრთმევი ალიევი საქართველოს ისეთივე ოკუპანტია, როგორიც პუტინი, ლენინი, ათათურქი.
არ ვიცი რამდენად სწორია ის, რის თაობაზეც ატეხილია საერთაშორისო სკანდალი. მე შემიძლია პასუხისმგებლობით განვაცხადო შემდეგი: ბიძინა ივანიშვილი, როგორც იყო რუსული იარაღის ყველაზე მსხვილი კონტრაბანდისტი მსოფლიოში, დღესაც ასეთად რჩება. მან საქართველოს ტერიტორია გადააქცია უკანონო იარაღის გადასაზიდ ტერიტორიად, ოფშორებში გახსნილი აქვს კომპანიები და ბანკებში _ საიდუმლო ანგარიშები, რისი საშუალებითაც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი აწარმოებს საკუთარი იარაღის გადაადგილებას საქართველოს გავლით სომხეში, ირანში, სირიაში და ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდება ჩვენი ტერიტოების გავლით.
მე მივმართე გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს იმის თაობაზე, რომ ამ ორგანიზაციამ, საკუთარი წესდების შესაბამისად, შექმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიკვლევს ბიძინა ივანიშვილის მიერ მთელ მსოფლიოში გაშლილ რუსული იარაღით უპრეცედენტო ვაჭრობის ფაქტებს. იმედია, მალე გავხდებით ახალი მსოფლიო სანქციების მოწმეები.
ალბათ, რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ იქნებ, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში სწორედ ბიძინა ივანიშვილის კომპანიების მიერ შეტანილმა მილიარდიანმა იარაღმა გამოიწვია ანგოლაში მიმდინარე სამოქალქო ომში მილიონი ადამიანის დაღუპვა, ძირითადათ მშვიდობიანი მოქალაქეების. ეს პრაქტიკა, ბუნებრივია, დღესაც გაგრძელდა და ისევე, როგორც საქართველო გადაიქცა შავი ფულის გასათეთრებელ საბიტკოინე სივრცედ, კაზინოების საშუალებით უკანონო ფულის გარეცხვის საშაულებად, ამგვარად შეგვიძლია თავისუფლად განვაცხადოთ იარაღის კონტრაბანდის სივრცეობაზე პრეტენზია.
ასევე, თავის დროზე საფრანგეთმა პასუხისგებაში მისცა ბიძინა ივანიშვილის თანამზრახველები იარაღის კონტრაბანადაში, იგივე ანგოლას მიმართულებით. ცნობილი ბიზნესმენი პასკუალი, ოლიგარქი გაიდამაკი და საფრანგეთის პრეზიდენტის შვილი მიტერანი და ამ დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი გახლდათ ბიძინა ივანიშვილი. როგორც ჩანს მან გამოისყიდა თავი იმ ქრთამით, რასაც იხდის საფრანგეთის ბიუჯეტში ყოველწლიურად, მდიდრების გადასახადის სახით.
ვფიქრობ, ამ საერთაშორისო დამნაშვის წინააღმდეგ უნდა დაგვეხმაროს ევროპა, ისევე როგორც ქართველ ხალხს გვერდით უდგას ამერიკის შეერთებული შტატები და მისი პოლიტიკური ელიტა. ვფიქრობ, ეს გამოაფხიზლებს მთელ მსოფლიო საზოგადოებას და სწორ დასკვნებს გააკეთებინებს.
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86