_ მე ვამაყობ, რომ ვარ ჩემი ერის მსახური. იმ ერის, რომელიც
იმსახურებს კეთილდღეობას, დემოკრატიას, ნამდვილ, დახვეწილ სასამართლო
სისტემას, რომელსაც სამართალი წაართვეს და მურუსიძის სამართლით
ჩაანაცვლეს;
მე ვემსახურები იმ ხალხს და თავს ვწირავ იმ ხალხისთვის, რომლებიც
იმსახურებენ სამუშაოს, ღირსეულ პენსიას, უფასო უმაღლეს განათლებას:
ხალხს, რომელიც იმსახურებს, რომ სხვისი არ გახდეს ეს მამული;
მე ვემსახურები იმ ხალხს, რომელიც ხვალ აუცილებლად იქნება თავაწეული
და გამარჯვებული.