ახალი ამბები
შატილის ტრაგედია ხელისუფლების დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობის შედეგია

შალვა ნათელაშვილი:
_ შატილის ტრაგედია, რომელმაც 17 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ისევ და ისევ ამ ხელისუფლების დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობის შედეგია, რომლის მილიარდელმა ლიდერმა და პარლამენტში წამოსკუპულმა ორმოცდაერთმა მილიონერმა ვერ გამონახეს საშუალება, რომ კლდის თავზე გამავალი გზების გასწვრივ ჯებირები მაინც გაეკეთებინათ და რაც მთავარია, რეჟიმმა ჩამოშალა ოცი წლის წინ, ჩვენს მიერ აღდგენილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სისტემა_ ორი საათი დასჭირდა სასწრაფოს ბრიგადას შემთხვევია ადგილზე მისასვლელად, რის გამოც მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა.
31 ოქტომბრის შემდეგ, აღდგენილი იქნენა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სისტემა, შეტანილი იქნება უახლესი მოდიფიკაციის საშუალებები, დაემატება შტატები; ყველა მიუდგომელ ადგილას გაიხსნება სამედიცინო პუნქრები და დამონტაჟდება გულის ასამუშავებელი დეფილიატორები მასობრივი თავშეყრის და მიუდგომელ ადგილებზე.
მხოლოდ მაშინ, როდესაც სახელმწიფო ი იქნება გარანტი ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნებაზე, აქვს უფლება მას სახელმწიფო ეწოდის. სხვა შემთხვევაში ის ადამიანების წამების მანქანაა, რაც ჩვენი რეალობიშიცაა განხორციელებული.
FaceBook Twitter Google
ვიდეოები